უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

2 აგვისტო, 2023 12:36
font-size

დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა საქმეზე, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობას ეხება.

ტრამპს ბრალი ოთხი მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორისაა: შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუებისთვის, მოწმეების მოსყიდვა და შეთქმულება ადამიანის უფლებების წინააღმდეგ.

ექსპრეზიდენტი ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში ხუთშაბათს უნდა გამოცხადდეს.

ბრალდების თანახმად, დონალდ ტრამპს გადაწყვეტილი ჰქონდა ხელისუფლებაში დარჩენა და ავრცელებდა ტყუილებს, რომ მან მოიგო, რაც არჩევნების ჩაშლას ისახავდა მიზნად. საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ არჩევნების დღიდან მალევე ტრამპმა „გამოიყენა უკანონო გზები“ არჩევნების შედეგების დივერსიისთვის.

პროკურორების მტკიცებით, დონალდ ტრამპმა წამოაყენა ცრუ პრეტენზიები, ზეწოლა მოახდინა სახელმწიფო და ფედერალურ ოფიციალურ პირებზე – მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსზე – არჩევნების შედეგების შესაცვლელად და საბოლოოდ წაახალისა ძალადობრივი თავდასხმა აშშ-ის კაპიტოლიუმზე, რაც მიზნად ისახავდა აშშ-ის დემოკრატიის შერყევას.

ბრალდებაში ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად მოხსენიებულია ექვსი თანამოაზრე, რომელთა ვინაობაც დასახელებული არ არის და მათ თანაშეთქმულები უწოდეს.

პროკურორების თქმით, ექვსი თანამოაზრე დაეხმარა ტრამპის ცრუ განცხადებების გავრცელებას არჩევნების გაყალბების შესახებ.

ტრამპი უკვე გახდა აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს.

რუსეთის მთავრობამ ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით შეზღუდა

21 სექტემბერი, 2023 , 15:58

რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციისთვის ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით შეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „შიდა

ბაიდენმა გაეროში უკრაინის მხარდაჭერაზე და სხვა გლობალურ გამოწვევებზე ისაუბრა

21 სექტემბერი, 2023 , 11:01

იმის ნიშნად, რომ შეერთებული შტატები ყურად იღებს გლობალური სამხრეთის პრობლემებს, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყურადღება მათ ბევრ შეშფოთებაზე გაამახვილა. თუმცა, 19 სექტემბერს, ჯო ბაიდენის მი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა

19 სექტემბერი, 2023 , 08:22

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, - ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. „ელენა ზელენსკაია და მე შეერთებულ შტატებში ჩავედით გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევშია

6 სექტემბერი, 2023 , 10:54

უკრაინის დედაქალაქს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბლინკენი კიევში დილით ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ღამე რუსულმა არმიამ უკრაინის ქალაქებზე საჰაერო თავ

`ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმის შესახებ` - საბერძნეთში საქართველოს საელჩოს გაფრთხილება

22 აგვისტო, 2023 , 15:07

საქართველოს საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს ხანძრის ახალი კერების შესახებ ინფორმაციას აწვდის. შესაბამის განცხადებას საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს და აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომ

15 წელი გავიდა, რუსული ოკუპაცია რჩება, ეს ჭრილობა ქართული სახელმწიფოს სხეულზე რჩება - ვოლოდიმირ ზელენსკი

8 აგვისტო, 2023 , 09:29

7 აგვისტო, ყოველწლიურად ამ დღეს მსოფლიო იხსენებს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა,  ვოლოდიმირ  ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქ