უკან

საზოგადოება

11 ივლისი, 2019 12:00
font-size

დონალდ ტუსკმა ვაჟა-ფშაველას წერილიდან ამონარიდი ქართულად წაიკითხა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა" ვაჟა-ფშაველას წერილიდან "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი"ამონარიდი ქართულ ენაზე წაიკითხა.

"მინდა, გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი: "ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია" ამბობდა ვაჟა. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტიზმი გამორიცხავს კოსმოპოლიტობას და ეს ასე არ არის", — თქვა ტუსკმა.

მისივე განცხადებით, ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნადვილი და ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი. ტუსკმა აღნიშნა, რომ ყველა კოსმოპოლიტი ემსახურება თავის ქვეყანას და ცდილობს, ის უფრო გაზარდოს და განავითაროს. მისივე თქმით, ვაჟა-ფშაველას ეს გამოთქმა უკვე 100 წელზე მეტი ხნისაა და ეს თავისთავად მოწმობს გლობალიზაციას.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება.

თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

21 ოქტომბერი, 2019 , 10:12

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდა

ხვალ თბილისში ებრაული კულტურის ევროპული დღე აღინიშნება

20 ოქტომბერი, 2019 , 16:00

21 ოქტომბერს, 18:45 სთ. თბილისში, სასტუმრო „ვინდამ გრანდში“ (ლ. გუდიაშვილის 3) გაიმართება ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ორგანიზატორია „ისრაელის სახლი“. მესამე

ნათია თურნავამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი დაშავებული ქალბატონი მოინახულა

19 ოქტომბერი, 2019 , 19:42

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გურამიშვილის გამზირზე დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალბატონი მოინახულა. „კლინიკაში ამ დრომდე რჩება ერთი პაციენტი,

ვამაყობ ამ გადაწყვეტილებით, რომლის ძალა იმერეთმა და ქუთაისმა მომცეს - თეიმურაზ შაშიაშვილი

19 ოქტომბერი, 2019 , 18:32

დღეს 21 - ე წელია, უახლესი ისტორიის ერთ-ერღი დრამატული მოვლენებიდან, როცა ქუთაისთან, გუბისწყალთან აკაკი ელიავას შეიარაღებული ძალები შეაჩერეს და თბილისისკენ არ გამოუშვეს.  იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი თეიმურაზ შაში

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს რაც დაუზიანდათ, დავეხმაროთ აღდგენაში-კახა კალაძე

19 ოქტომბერი, 2019 , 16:15

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ეგურამიშვილის 30 ნომრიდან რთ-ერთ სასტუმროში გადაყვანილი ოჯახები მოინახულა. როგორც მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახების გადაყვანა სასტუმროებში ხდება დროებით და იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზა

ჩემი ძირითად ამოცანაა არა 10 წლიან სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობა, არამედ ჩვენი ხალხისთვის ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში დახმარება - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 15:50

პროფესიული, განათლებული, ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა, კარგი სამედიცინო მომსახურეობა, ძლიერი, კეთილსინდისიერი და სამართლიანი სამართალდამცავი სისტემა - ეს ყველაფერი ქმნის ძლიერ სახელმწიფოს, - ამის შესახებ გიორგი გახარია