უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 სექტემბერი, 2022 16:43
font-size

საქართველოს ბანკმა MSME ბიზნესის მხარდასაჭერად EBRD -ისგან 20 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესების, განსაკუთრებით კი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა, მის ერთგული და სანდრო პარტნიორისგან - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) 20 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა. მოზიდული თანხა საქართველოს ბანკს მისცემს შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ადგილობრივ საწარმოებს, რათა ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გაზარდონ კონკურენტუნარიანობა, განახორციელონ ინვესტიციები საწარმოს მოდერნიზებაში, მათ შორის მწვანე ტექნოლოგიების დანერგვაში.

აღნიშნული დაფინანსება უზრუნველყოფილია EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დაფინანსების ინსტრუმენტია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს შორის. პროგრამის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ ბიზნესებს, გააუმჯობესონ კონკურენტუნარიანობა, დააკმაყოფილონ ევროპული სტანდარტები, განახორციელონ ინვესტიციები მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. პროგრამის ბენეფიტი ასევე გახლავთ ის რომ, დაფინანსების გარდა, ბიზნესები მიიღებენ წამახალისებელ გრანტებს და უფასო ტექნიკურ დახმარებას მაღალი დონის საერთაშორისო კონსულტანტებისგან, რომლებიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მხარი დავუჭიროთ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს, რათა გაძლიერდნენ, გაფართოვდნენ, გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. დღეს საქართველოს ბანიკსა და EBRD-ის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო. EBRD აქტიურად უჭერს მხარს ადგილობრივ ბიზნესებს და ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ბანკი, 2016 წელს, გახდა პირველი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც შეუერთდა EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამას. ჩვენი მიზანია, დავაკმაყოფილოთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მრავალფეროვანი საჭიროებები და დავეხმაროთ მათ, საკუთარი საქმიანობა მოიყვანონ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში. ეს დაფინანსება მხარს უჭერს ამ მიზანს და, რაც მთავარია, დიდ აქცენტს აკეთებს გარემოსდაცვით, მწვანე ინიციატივებზე. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-ის მთელ გუნდს გაწეული ძალისხმევისა და თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, სულხან გვალიამ.

„ჩვენ გვაქვს ძალიან გრძელვადიანი თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან, რომელიც 20 წელზე მეტს ითვლის. წლების განმავლობაში ჩვენ ერთად ვმუშაობდით ახალი პროდუქტების განვითარებაზე, დღეს კი ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას 20 მლნ დოლარის ფინანსურ რესურსზე მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშესაწყობად. ეს პროგრამა ასევე მოიცავს საგრანტო კომპონენტს, რომელიც ფინანსურად მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ“- განაცხადა EBRD ის პრეზიდენტმა, ოდილ რენო-ბასომ.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის EBRD-ს ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, 270 პროექტში, 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ამ ინვესტიციების 81 პროცენტი კი კერძო სექტორზე მოდის.

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი