უახლესი ამბები
არქივი
სამართალი


”დრიმ თაუნის“ საცხოვრებელ კომპლექსში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს
თბილისში, ”დრიმ თაუნის“ საცხოვრებელ კომპლექსში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, დაჭრას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება დაცვის თანამშრომელსა და ადგილობრივ მცხოვრებს შორის. ჩხუბი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დაცვამ მას მანქანის მისთვის სასურველს ადგილზე გაჩერების უფლება არ მისცა.
არსებული ინფორმაციით, 19 წლის ბიჭი, რომელსაც ყელის და შუბლის არეში 4 ჭრილობა აქვს მიყენებული და მათგან ორი მსუბუქია, ხოლო ორზე სამედიცინო ჩარევა გახდა საჭირო. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე ბინაზეა გაწერილი.
შს-ს ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. მათივე ცნობით, დანაშაული ცხლე კვალზე გაიხსნა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
საკვანძო სიტყვები:

ბოლო 24 საათში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა
24 იანვარი, 2021 , 10:46

რატომ შეუზღუდეს გიგი უგულავას ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის უფლება - შსს განცხადებას ავრცელებს
23 იანვარი, 2021 , 17:10

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოავლინა
23 იანვარი, 2021 , 13:00

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
23 იანვარი, 2021 , 11:37

თბილისში კიბერდანაშაულისთვის ინდოეთის მოქალაქე დააკავეს
23 იანვარი, 2021 , 11:32
დავით გარეჯის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი გამოიკითხა - რა წერია ჩვენებაში
22 იანვარი, 2021 , 16:10