უკან
პოლიტიკა
13 ივლისი, 2022 15:39
უმჯობესია, ოპოზიციამ ილაპარაკო ტრიბუნიდან, ვიდრე ოთახში ჩაიკეტო და ილაპარაკო გეგმებზე, რაც შენ გარდა, არავის აინტერესებს - იაგო ხვიჩია
„გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას განცხადებით, უკეთესი იქნება, თუ ოპოზიცია თავიანთი გეგმის შესახებ ტრიბუნიდან ილაპარაკებს.
ხვიჩიას აზრით, ცალკე გასვლას, ოთახში ჩაკეტვას, კოლეგების ლანძღვას და იმ გეგმებზე საუბარს, რაც არავის აინტერესებს, ტრიბუნიდან საუბარი სჯობს.
„ოპოზიცია ცდება. მათ რა მიზანიც უნდა ჰქონდეთ, სჯობს ამ გეგმებზე ილაპარაკონ ტრიბუნიდან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ამ საქმისთვის აქვს შექმნილი, ვიდრე კოლეგები ლანძღო, ცალკე გახვიდე, ოთახში ჩაიკეტო და იმ გეგმებზე ილაპარაკო, რაც შენ გარდა, არავის აინტერესებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.