უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

4 დეკემბერი, 2019 16:50
font-size

„დროშა ვერ დაკიდენ“ - ქუთაისის მერია დროშის აღსამართად ტენდერს მეხუთედ აცხადებს

ქუთაისის მერიამ ნიკეას ქუჩაზე, #17 სპორტული სკოლის მიმდებარედ ნაჩუქარ დგარზე ეროვნული დროშის აღსამართად ტენდერი (NAT190022000) მეხუთედ გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 49, 959 ლარია.

ბოლოს, 18 ივლისს მეოთხეჯერ გამოცხადებული ტენდერი (NAT190014310) არ შედგა.

მანამდე სამი ტენდერი, წინა სამი მცდელობისთვის ისე გამოცხადდა, დროშის მოსაწყობ ტერიტორიაზე აუცილებელი პროცედურა - ნიადაგის შესწავლა მერიას გავლილი არ ჰქონდა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიწაზე გეოლოგიური კვლევის ჩატარების საჭიროება მხოლოდ ერთი წლის და ოთხი თვის შემდეგ დაინახა.

მიმდინარე წლის 18 ივლისს, მერიამ მეოთხე, 5 000 ლარიანი ტენდერი (NAT190014310) სწორედ ნიადაგის შესასწავლად გამოაცხადა, მაშინ, როცა დროშის აღმართვა ჯერ კიდევ გასული წლის მარტში გადაწყდა. სწორედ იმ დროს, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოებზე, პირველი ელექტრონული შესყიდვაც (NAT180003520) გამოცხადდა, რომლის ღირებულება 4 500 ლარს შეადგენდა. თუმცა, პირველი ტენდერი არ შედგა.

მერიამ მეორე ტენდერი დროშის მოწყობის სამუშაოებზე გამოაცხადა, (NAT180005887) რომლის ღირებულებაც 65 000 ლარს აჭარბებდა. ეროვნული დროშის აღმართვისთვის აღნიშნული თანხის დახარჯვა ადგილობრივმა ოპოზიციამ გააპროტესტა, რომლის შემდეგაც მერიამ ტენდერი შეწყვიტა, ცოტა ხანში კი განაცხადა, რომ ინდურმა კომპანიამ ქალაქს დროშის 46 მეტრიანი დგარი აჩუქა და ეროვნული სიმბოლიკის მოწყობის სამუშაოები კვლავ ტენდერზე გაიტანა. მესამედ გამოცხადებული ტენდერის (NAT190004381) ღირებულება 36 299 ლარი იყო. თუმცა, არცერთ ჯერზე, მიწის შესწავლა არავის გახსენებია, რასაც მერია მეოთხე ტენდერით შეეცადა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამჟამად ხელახალი ტენდერის გამოსაცხადებლად ემზადებიან.

დროშა 36 მეტრის სიმაღლეზე უნდა აღმართონ. ეროვნული სიმბოლიკის ქვეშ ოთხ სანათი დამონტაჟდება.

წყარო: kutaisipost.ge

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი