უახლესი ამბები
- 18.02.2019 10:15დედაქალაქის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
- 18.02.2019 10:15ისნის რაიონში წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება
- 18.02.2019 10:15მარნეულის ცენტრში გაზგასამართი სადგური იწვის
- 18.02.2019 10:00დღის კალენდარი _ 18 თებერვალი
- 18.02.2019 10:00ანონსი 18.02.19
არქივი
საზოგადოება


დროულია, პარლამენტმა შექმნას საგამოძიებო კომისია აფგან მუხთარლის საქმეზე - ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტს ურჩია, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისია შექმნას. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ რომ ეს საქმე ქვეყნის პრესტიჟის საკითხია.
„აფგან მუხთარლის საქმე მაღალი რეზონანსის მქონე საქმეა და ერთგვარად ქვეყნის რეპუტაციის საკითხია.
იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის ერთი წელი გავიდა ამ ფაქტიდან და ჩვენ არ გვაქვს არანაირ შეკითხვაზე პასუხი, თუ რა ვითარებაში გაუჩინარდა აფგან მუხთარლი, როგორ გადაკვეთა ამ პირმა საზღვარი, ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ მონაწილეები. ჩვენ არ გვაქვს პასუხები გამოძიებისგან, ასევე საერთოდ მართალია თუ არა ის, რასაც თავად აფგან მუხთარლი საუბრობს.
ამიტომ, სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაცია ამ საკითხში არის ის, რომ დროულია, პარლამენტმა შექმნას საგამოძიებო კომისია. რომ ეს არ არის ინდივიდუალური კრიმინალური შემთხვევა. ეს არის ქვეყნის პრესტიჟის საკითხი და ვფიქრობ, პოლიტიკოსებმა მეტი კონტროლი უნდა განახორციელოთ აღნიშნულ საკითხზე“,- თქვა სახალხო დამცველმა.
აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, შემდგომ გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს. ბელაქნის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, ჟურნალისტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საკვანძო სიტყვები:

დედაქალაქის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
18 თებერვალი, 2019 , 10:15

ისნის რაიონში წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება
18 თებერვალი, 2019 , 10:15

16 წლის მოზარდის ცხედარი 20-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს
17 თებერვალი, 2019 , 17:28

დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, მამა ნიკოლოზმა კლინიკაში აზიარა
16 თებერვალი, 2019 , 22:54

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია - ადვოკატი
16 თებერვალი, 2019 , 20:32
მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგების ციკლი დაიწყო
16 თებერვალი, 2019 , 19:25