უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ივლისი, 2020 16:40
font-size

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის დაკისრებული ჯარიმა ორმაგდება

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის დაკისრებული ჯარიმა ორმაგდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, შინაური ცხოველის მიერ ფეკალური მასით გარემოს დაბინძურებისთვის პირები 100 ლარით დაჯარიმდებიან.

გარდა ამისა, იზრდება ჯარიმები ცხოველის სხეულის ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზეც.

კერძოდ, 20 კგ-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირთათვის განსაზღვრული ჯარიმა 500 ლარი იქნება, ნაცვლად 150 ლარისა, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 1 500 ლარი, ნაცვლად 1 000 ლარისა. 20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯებიან, ნაცვლად 300 ლარისა, ხოლო იურიდიულ პირებს დაეკისრებათ 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ნაცვლად 1000 ლარისა.

გარემოს დანაგვიანებად ასევე მიიჩნევა, ცხოველური ნარჩენის მუნიციპალურ კონტეინერში მოთავსება. არსებული რედაქციით, მოცემული ქმედება არ იყო სანქცირებადი, რადგან გარემოს დანაგვიანებად არ მიიჩნეოდა ამ ტიპის ნარჩენის მუნიციპალურ კონტეინერში მოთავსება. ამასთან, 1 კუბურ მეტრამდე მოცულობის ფეკალური მასით ან კანალიზაციის ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი