უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 იანვარი, 2021 22:27
font-size

“ძაღლის ჭირი თბილისში” – ვეტერინარები მოსახლეობას აფრთხილებენ

დედაქალაქში ძაღლების ჭირით ინფიცირების შემთხვევები განსაკუთრებით მომრავლდა. – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, ამიტომ ჭირით ინფიცირდებიან, როგორც ქუჩის, ასევე ოჯახში მცხოვრები ძაღლები.

ამასთან, როგორც ვეტერინარები აღნიშნულ ტელეკომპანიასთან ჰყვებიან, ბოლო წლებში განსაკუთრებით გართულდა დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. ამის გამო კი, უფრო მძიმე სამკურნალო გახდა. თუ ვირუსმა განვითარების მაღალ სტადიას მიაღწია ცხოველი უმეტეს შემთხვევაში კვდება.

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ახლა ცხოველთა თავშესაფრებში უწევთ. დედაქალაქის მუნიციპალურ თავშესაფარში ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო წესს იცავენ, თუმცა, პრევენცია გარანტირებული მაინც არ არის, რადგან მიუსაფარ ცხოველს ზოგჯერ ინფიცირების ნიშნები საერთოდ არ აღენიშნება.

თუ ძაღლს ჭირი დაემართა, თავშესაფარი ვალდებულია, ცხოველი დააძინოს, ამიტომ ვეტერინარები შინაური ცხოველების მოყვარულებს ახლა განსაკუთრებული სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

ცხოველთა მოყვარულებს ჭირთან ბრძოლის გამოცდილება უკვე აქვთ, ისინი ამბობენ, რომ მიუსაფარი ძაღლების მიტოვება არ შეიძლება, დაავადება განაჩენი არ არის და დროული მკურნალობის შემთხვევაში ავადმყოფობის განკურნებაც შეიძლება.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3252 ლარი გახდა

2 მარტი, 2021 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3252 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3268 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ამაყი ვარ, რადგან საქართველოში სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - შარლ მიშელი

2 მარტი, 2021 , 16:00

ამაყი ვარ, რადგან საქართველოში სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს. შარლ მიშელის განცხადების თარგმანს საქართველოში ევროკ

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 მარტი, 2021 , 16:00

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის 2 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. სებ-ის ცნობით, აუქციონში მონ

ვითიბი ბანკის Visa ბარათით გადახდისას, კვების ნებისმიერ ობიექტში, თანხის 5% უკან ბრუნდება

2 მარტი, 2021 , 16:00

ვითიბი ბანკის Visa ბარათით გადახდისას, კვების ნებისმიერ ობიექტში, თანხის 5% უკან ბრუნდება. ქეშბექის დარიცხვა მოხდება საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საკვებ ობიექტში, ნებისმიერი ბანკის პოსტერმინალით  გადახდისას. აქც

ჩვენ მომსწრენი გავხდით უპრეცენდენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია - ირაკლი ღარიბაშვილი

2 მარტი, 2021 , 14:55

დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, დიდი მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ, მთლიანად ეკლესიის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საპ

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 მარტი, 2021 , 14:55

2021 წლის 2 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ვანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმ