უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ოქტომბერი, 2018 13:50
font-size

„ძალა ერთობაშია“ ახალქალაქის მე-40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს

პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ახალქალაქის მე-40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს.

როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში აღნიშნავენ, ჰასმიკ მარანგოზიანს 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ნული ლარის საფასურად ბინა გადაეცა.

ოპოზიციის ვარაუდით, ახალქალაქის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე საჩუქრად მიღებული საცხოვრებელი ერთგვარი კომპრომატია, რომლითაც ხელისუფლება მარანგოზიანს მისდა სასარგებლოდ გამიოყენებს.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაცემული ბრძანება უწყებაში ვერ მოიძებნა და შესაბამისად ოპოზიციას ვერ მიაწოდეს.

„ვხედავთ, რომ სპეცსამსახურები თავის სტილში ზემოქმედებენ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებზე, ამ შემთხვევაში ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე, მათ აქვთ პირდაპირი კომპრომატი. წლების განმავლობაში ახალქალაქი გამოირჩეოდა ხმების მაქსიმალური მობილიზების თვალსაზრისით. გაყალბების რისკები ამ ოლქში ყოველთვის მაღალი იყო. თუ გავიხსენეთ იგივე 2014, 2016 და 2017 წლის სხვადასხვა დონის არჩევნებს“,– აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ოპოზიციონერის თქმით, ვიდრე პროკურატურა საქმით არ დაინტერესდება და მას არ გამოიძიებს ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს.

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია

18 იანვარი, 2020 , 15:35

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ივანიშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. პრემიერ გახარიას თავად ივანიშვილი შეცვლის და მასთან ერთად, მეორედ დაბრუ

ქართველებს სურთ ბიზნესსაქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა - კელი დეგნანი

18 იანვარი, 2020 , 12:00

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმ

გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს

18 იანვარი, 2020 , 11:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტ

მე მართლა გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი 7 წელში - მამუკა ხაზარაძე

17 იანვარი, 2020 , 15:25

გული მწყდება, როგორც ერთ-ერთ რიგით ქართველს, რომ საქართველო დღეს ასეთ მდგომარეობაშია, ამიტომ კომპრომისი არ იქნება , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქალა

პარლამენტმა ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილება სცნო

17 იანვარი, 2020 , 15:16

პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა. დადგენილების პროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა. ბადრი ბასიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონ

ეკა ბესელია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

17 იანვარი, 2020 , 14:24

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია მონაწილეობას იღებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტის სხდომაში, რომელიც პარიზში იმ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`