უახლესი ამბები
- 23.02.2019 16:2124 თებერვალს გორის გვირაბში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება
- 23.02.2019 16:002019 - 2021 წლებში საქართველოში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული
- 23.02.2019 15:46თავდასხმა რუსთაველზე - 39 წლის მამაკაცის მტკიცებით, ფარცხალაძის გარემოცვის წევრი ფიზიკურად გაუსწორდა
- 23.02.2019 15:15„ადეიშვილთან იცით, ვინ დაარბენინებდა ამ ჩანაწერებს? - ვანო ზარდიაშვილი! ამ კაცმა იცის ზედმიწევნით ყველაფერი“
- 23.02.2019 15:06რაში სჭირდებათ ზებრებს ზოლები
- 23.02.2019 14:30მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიებზე განცხადებების მიღების ახალი ეტაპი დაიწყო
- 23.02.2019 14:30განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
- 23.02.2019 14:17სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობა დაზიანებული გზის საფარის აღდგენას ითხოვს
- 23.02.2019 14:00საოჯახო სასტუმროების ქსელში ჩართულ პირებს წყლის ტარიფი შესაძლოა, 13-ჯერ გაუძვირდეთ - აკაკი ბობოხიძე
- 23.02.2019 12:55ჩხოროწყუში ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა
არქივი
პოლიტიკა


„ძალა ერთობაშია“ ახალქალაქის N 40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ძალადობაში ადანაშაულებს
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ახალქალაქის N 40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჰასმიკ მარანგოზიანს მათი წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში ადანაშაულებს.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, „ძალა ერთობაშია"-ს წარმომადგენლებს, თეონა ჭალიძეს და არტურ მკოიანს ჰასმიკ მარანგოზიანმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„ხელისუფლება რატომღაც ამ რეგიონს განიხილავს, რატომღაც თავის საარჩევნო ყულაბად, სადაც შეუძლია გაყალბების, ძალადობის, სპეცსამსახურების მეშვეობით თავისი საარჩევნო ყულაბა გაავსოს. ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების და მიზანდასახულობის ობიექტი იქნება ახალქალაქის და ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია და სწორედ ამიტომ გავაგზავნეთ საოლქო საარჩევნო კომისიებში ისეთი პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც აქვთ საარჩევნო გამოცდილება და რომლებიც წინ აღუდგებიან იმ დაგეგმილ გაყალბების ფაქტებს, რომელსაც ხელისუფლება აპირებს ჯავახეთის რეგიონში,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრების თქმით, ჰასმიკ მარანგოზიანი, გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით.
თეონა ჭალიძის თქმით, ინციდენტის შემდეგ საპატრულო პოლიციას მიმართეს, რის შემდეგაც ახალქალაქის პოლიციაში გადაიყვანეს. იქ კი, ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გივი სიხარულიძე დახვდათ, რომლის მხრიდანაც, ადგილი ჰქონდა კანონდარღვევის ფაქტებს.
„ძალა ერთობაშია"-ს წევრები მოითხოვენ აღნიშნულ ფაქტზე, გენერალური ინსპექციიდან და ცესკო-დან სასწრაფო რეაგირებას.
საკვანძო სიტყვები:

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
23 თებერვალი, 2019 , 14:30

ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს 25 თებერვლიდან გააგრძელებს
23 თებერვალი, 2019 , 11:15

ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება
22 თებერვალი, 2019 , 21:24

ერევანში საქართველოსა და სომხეთს შორის საკონსულო კონსულტაციების მორიგი შეხვედრა გაიმართა
22 თებერვალი, 2019 , 19:00

`ოცნების“ მთავარ ოფისში საგანგებო სხდომა ჩანიშნული
22 თებერვალი, 2019 , 16:29
ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობა დატოვა - „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა
22 თებერვალი, 2019 , 16:25