უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

31 ოქტომბერი, 2018 14:55
font-size

,,ძალა ერთობაშია“ ახალქალაქში გიორგი ვაშაძის მხარდამჭერების ცემის საქმეზე საკუთარი გამოძიების შედეგებს ასაჯაროვებს

გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია“ ახალქალაქში საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი ვაშაძის შტაბის წევრებზე ცემის საქმეზე საკუთარი გამოძიების შედეგებს ასაჯაროვებს.

როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, თავდასხმიდან უკვე 24 საათი გავიდა, თუმცა პოლიციას არავინ დაუკავებია. გაერთიანებულმა ოპოზიციამ კი ამ დროში საკუთარი ძალებით, ექსპერტების, იურისტებისა და გამომძიებლების მონაწილეობით დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა.

დამოუკიდებელი გამოძიების პირველადი შედეგები გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ გაასაჯაროვა.

„სამწუხაროდ სამართალდამცველი ორგანოები, სათანადო მოქმედებებს არ ატარებენ. მთელი ღამე ვადგენდით რა მოხდა ახალქალაქში და რას ჰქონდა ადგილი.

თავდასხმა დაიწყო 23:00-დან 00:00 საათამდე შუალედში, როცა მიშა აღაბალიანს მიჰქონდა საჩივარი საოლქო კომისიაში. გზაში მას თავს დაესხა 20-მდე ადამიანი და ენზელ მკოიანი. თვითონ მან პერსონალურად მიაყენა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიშა აღაბალიანს. ცემა გრძელდებოდა 10-15 წუთის მანძილზე და უმძიმეს მდგომაროებაში დატოვეს ქუჩაში. ის ცდილობდა მანქანაში ჩაჯდომას, რა დროსაც კიდევ ერთხელ დაესხა თავს ენზელ მკოიანი,“-ამბობს ვაშაძე.

მისივე თქმით, ამის შემდეგ, აღნიშნული ჯგუფი, გრიგოლ ვაშაძის შტაბთან მიიჭრნენ, სადაც იმყოფებოდნენ აბრამ აბრაჰამიანი და ტიგრან აბრაჰამიანი. მათაც სასტიკად გაუსწორდნენ. ვაშაძის თქმით, ამ თავდასხმაში უშუალოდ არტურ მკონიანი, ენზელ მკოიანის ძმა მონაწილეობდა.

„შემდეგ უკვე აშოტ რაისიანი ჩამოვიდა შტაბის ხელმძღვანელი სიტუაციის განსატვირთად და ისიც სასტიკად არის ნაცემი. ჩვენს მიერ ამოღებულია ნივთმტკიცებები, ეს არის პირადობის მოწმობა ენზელ მკოიანის ძმის, რომელსაც საფულე დაუვარდა. არსებობს ვიდეოგადაღება დეტალური,“- ამბობს გიორგი ვაშაძე.

ვაშაძე ამბობს, რომ ეს იყო ჯგუფური თავდასხმა, თუმცა სამართალდამცველები ამ დრომდე ადექვატურად არ რეაგირებენ.

გაერთიანებული ოპოზიცია ითხოვს, რომ მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანს შეუწყდეს დეპუტატის უფლებამოსილება. ოპოზიცია ასევე ითხოვს ჰასმიკ მარაგოზიანის დასჯას, რომელიც ახალქალაქში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა.

გარდა ამისა, გაერთიანებული ოპოზიცია საექიმო საქმიანობის მიმართულებით გამოძიების დაწყებასაც ითხოვს, რადგან ვაშაძის თქმით, ახალქალაქის საავადმყოფოდან ექიმებმა მძიმე დაზიანებების მქონე პაციენტები საავადმყოფოდან იმიტომ გაწერეს, რომ მათ ცემაში დეპუტატი ფიგურირებდა.

საკვანძო სიტყვები:

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი