პოლიტიკა
,,ძალა ერთობაშია“ წევრები პარლამენტისკენ მსვლელობას მართავენ
ფილარმონიაში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და მის მხარდამჭერებს შორის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრაზე ზაზა სარალიძე და თემირლან მაჩალიკაშვილიც მივიდნენ და ტრიბუნაზე სიტყვაც წარმოთქვეს.
საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად შეკრებილ საზოგადოებას მოძრაობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ მოუწოდა, რუსთაველზე, შვილმოკლული მამების მხარდასაჭერად წასულიყვნენ.
„შვილმკვდარი მამები მოვიდნენ ჩვენთან, გვთხოვეს მხარდაჭერა. ჩვენ აქამდეც მხარს ვუჭერდით მათ, მაგრამ ახლა გვინდა გთხოვოთ. ექსპრომტად მოვიფიქრეთ, გთხოვთ ყველას, წავიდეთ პარლამენტის წინ, მშვიდობიანი მსვლელობით და დავუდგეთ ამ ადამიანებს გვერდით“, - განაცხადა ვაშაძემ.
შეხვედრის დასრულების შემდე, ვაშაძის მხარდამჭერები და მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს ლიდერები მაჩალიკაშვილსა და სარალიძესთან ერთად, მსვლელობით ფილარმონიიდან პარლამენტისკენ დაიძრნენ.
მსვლელობის მონაწილეებს გზის ნაწილი აქვთ დაკავებული, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელიც მსვლელობის მონაწილეების მშვიდ გადაადგილებას ადევნებს თვალს.