უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

2 ნოემბერი, 2017 12:45
font-size

ძალადობის ფაქტზე სასამართლომ პოლიციის 3 თანამშრომელი დამნაშავედ ცნო

გორის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ზ.ფ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო კასპის პოლიციის 3 ყოფილი თანამშრომელი. გამამტყუნებელი განაჩენის თანახმად, თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის ზომად დაეკისრა ჯარიმის გადახდა 2000 ლარის ოდენობით. ზ.ფ.-ს სამართლებრივ დახმარებას ადამიანის უფლებათა ცენტრი უწევდა.

2015 წლის 4 აპრილს პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქე ზ.ფ. თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან იძულებით ჩასვეს ავტომობილში და სასაფლაოს მიმართულებით წაიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტის წინაპირობა ზ.ფ.-ს მეუღლის მისამართით პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის შეურაცხმყოფელი საქციელი იყო, რის გამოც ზ.ფ.-მ პროტესტი გამოთქვა, ამას კი პოლიციელების მხრიდან ძალის გამოყენება მოჰყვა.

ძალადობრივი ფაქტიდან ერთი თვის შემდგომ, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ ზ.ფ. ცნო დაზარალებულად, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიციის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც ფიზიკურად იძალადეს, ერთი წლის მანძილზე ჭიანურდებოდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის არაერთი მოწოდებისა და მიმართვის შედეგად, 2016 წლის მაისში პოლიციის თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ. ისინი პასუხისგებაში მისცეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ორგანოები მართლმსაჯულებას უნდა ახორციელებდნენ ეფექტიანად და მოქალაქე წლების მანძილზე არ უნდა ელოდებოდეს სამართლიან გადაწყვეტილებას.

ზ.ფ.-ს საქმემ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისას თანმდევი სისტემური პრობლემები, რომელთა აღმოფხვრა მხოლოდ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის პირობებშია შესაძლებელი.

აუცილებელია, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც ბევრად უფრო ეფექტიანი და მიუკერძოებელი იქნება სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულების გამოძიებისას.

საკვანძო სიტყვები:

კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვემო ბოლნისი ჩაიკეტა

1 აპრილი, 2020 , 21:23

კორონავირუსის პრევენციის მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი სრულად იზოლირებულია - დღეიდან ქვემო ბოლნისი ჩაიკეტა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის შესასვლესა და გასასვლში ბლოკპოსტები მოეწყო, რო

სამხედრო ექიმები მოქალაქეების პირველად სამედიცინო შემოწმებას 16 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ახორციელებენ

1 აპრილი, 2020 , 17:50

ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო სამედიცინო პერსონალი ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში სპეციალურად

აგრარული ბაზრები თუ არ შეასრულებენ რეკომენდაციებს, სამწუხაროდ მოგვიწევს დავხუროთ - ალექსანდრე მოწერელია

1 აპრილი, 2020 , 15:15

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, არაერთი გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებს, თუმცა იქ მოქალაქეები ა

ბათუმში შემავალ და გამავალ გზებს დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადა აკონტროლებს

1 აპრილი, 2020 , 12:10

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ქალაქ ბათუმის 3 ლოკაციაზე მოაწყო გადაადგილების, კონტროლისა და შეზღუდვის პუნქტები, სადაც გაშლილია საველე და სამედიცინო კარვები.

რა ხდება სამეგრელოში - სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე მედიას ინფორმაცია მიაწოდა

1 აპრილი, 2020 , 12:10

,,აფხაზეთიდან გადმოსული შუახნის ქალის (ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა), შვიდი კონტაქტი წუხელ გადმოვიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან. ისინი მოთავსდნენ ანაკლიის საკარანტინო ზონაში. მათი დაკვირვება და სამედიცინო შემოწმება მ

დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითმა ბრიგადამ ფოთში ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო

1 აპრილი, 2020 , 12:10

თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ქალაქ ფოთის შემავალ და გამომავალ გზებზე ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო, სადაც ასევე გაშლილია საველე კარვები. თავდაცვის ძალების წარმო