უახლესი ამბები
- 29.03.2024 14:05„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
- 29.03.2024 13:54ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო
- 29.03.2024 13:40საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო
- 29.03.2024 12:02მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება
- 29.03.2024 11:41თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
- 29.03.2024 11:41თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
არქივი
სამართალი
ძალადობის გამკაცრებაზე კანონი მნიშვნელოვანი პრევენციული ზომა იქნება -ელისო ჩაფიძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონი ძალადობის დასჯის შესახებ იქნება მნიშვნელოვანი პრევენციული ზომა.
ამის შესახებ ჩაფიძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„რადგან როდესაც ადამიანმა იცის, რომ მისი ძალადობრივი ქმედება იქნება დასჯილი, შესაბამისად, სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ადამიანები თავს შეიკავებენ , ალბათ, იმ ტრადიციული ემოციურობისგან, რომლითაც ჩვენ ასე უხვად ვართ ხოლმე დაჯილდოებული“,-განაცხადა ჩაფიძემ.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო პროცესის დროს ძალადობაზე სასჯელის გაკმაცრების ინიციატივით იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი კანონპროექტით გასულ კვირას გამოვიდა.
კანონპროექტი პრემიერს გადაეგზავნა და მისი განხილვა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმდინარეობს.
მონიკა დავალინიძე