პოლიტიკა
ძალაშია საქართველოს მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ - ლევან დავითაშვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქართული მხარის მოთხოვნა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირების შესახებ ძალაში რჩება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
„ჩვენთვის, პოლიტიკურად თუ შევხედავთ, ის არის გაკოტრებული პოლიტიკური ფიგურა, დანარჩენი საკითხი გადაცემის ნაწილში არის მთლიანად იურიდიული დეტალი, რომელიც, რა თქმა უნდა, სამართალდამცავებმა უნდა მოაგვარონ. უფრო კომპეტენტურები ამ საკითხში, თუ როგორი იქნება სამართლებრივი პროცედურები, რა თქმა უნდა, არიან სამართალდამცავი უწყებები. რაც შეეხება საქართველოს მხრიდან გადმოცემის საკითხს, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, საქართველოს ეს საკითხი დასმული აქვს ჯერ კიდევ 2014 წელს და შემდგომ დამატებითი ინფორმაცია 2015 წელს არის წარდგენილი. ასე რომ, ძალაშია საქართველოს მოთხოვნა, დანარჩენი არის უკრაინელი სამართალდამცავების გადასაწყვეტი", - განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
13 მარტი, 2026 , 08:52
„ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
12 მარტი, 2026 , 15:53
შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი - ირაკლი კობახიძე
12 მარტი, 2026 , 15:28
მიხეილ ყაველაშვილი პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა
10 მარტი, 2026 , 12:49
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღეს
10 მარტი, 2026 , 11:55
ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა
10 მარტი, 2026 , 11:20


