უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ნოემბერი, 2018 15:00
font-size

ძალიან არასწორია იმაზე ლაპარაკი, რომ გრიგოლ ვაშაძე „კგბ“-ს აგენტია, მაგრამ არც ის არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი კრემლის აგენტია - თორნიკე შარაშენიძე

„ძალიან არასწორად და უსინდისობად მიმაჩნია იმაზე ლაპარაკი, რომ გრიგოლ ვაშაძე „კგბ“-ს აგენტია, მაგრამ არც ის მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი კრემლის აგენტია“, - ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე პოლიტიკის ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა.

შარაშენიძის თქმით, რუსეთისთვის უფრო მისაღებია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყოს, ვიდრე გრიგოლ ვაშაძე, რადგან ზურაბიშვილის განცხადებები წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს.

„ძალიან არასწორად და უსინდისობად მიმაჩნია იმაზე ლაპარაკი, რომ გრიგოლ ვაშაძე „კგბ“-ს აგენტია, მაგრამ მართალი გითხრათ, არც ის მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი კრემლის აგენტია. უბრალოდ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომელსაც აკეთებს სააკაშვილის ჯიბრზე, უფრო მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს, ეს ფაქტია. თუ ჩვენ ვნახავთ, რა ხდება რუსულ მედიაში, მივხვდებით, რომ მათ არ მოსწონთ ვაშაძის კანდიდატურა, რადგან მასში ხედავენ სააკაშვილს, რაც მათთვის მიუღებელია. მეორე - თუ იმარჯვებს ოპოზიცია, ეს არის დემოკრატიზაციის პროცესი, რაც კრემლს არ აწყობს. ვინ უფრო პრორუსულია და ვინ არის კრემლის აგენტი, ამაზე საუბარი უხერხულად მეჩვენება“, - განაცხადა შარაშენიძემ.

შარაშენიძემ ასევე შეაფასა ზურაბიშვილის ჩასვლა სოფელ ატოცში. შარაშენიძის თქმით, მხოლოდ მისასალმებელი იქნება, თუკი მისი ჩასვლა საოკუპაციო ხაზის გადმოწევას შეაჩერებს.

„არ ვიცი, ეს რა ჟესტი იყო მისი მხრიდან, მაგრამ თუ კიდევ ჩავა საოკუპაციო ხაზთან და იაქტიურებს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები. არ მეწყინება, თუ ზურაბიშვილის აქტიურობის შედეგად რუსები საოკუპაციო ხაზს არ გადმოწევენ. მართალი გითხრათ, მას ისეთ რამ აქვს ნათქვამი, მაგალითად, ის, რომ 2008 წელს დავბომბეთ ჩვენი ტერიტორია, როცა ეუთო-ს აქვს ნათქვამი, რომ რუსები შემოფრინდნენ და დაბომბეს, რომ ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ზურაბიშვილის ქმედებებს. მაგრამ თუ ის თავისი ჩასვლით და საოკუპაციო ხაზის გადაკვეთით ამ ოკუპაციას შეაჩერებს, მე, ამას მხოლოდ მივესალმები“, - განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ოკუპაციის ხელახალი აქტუალიზაცია მარტივი არ იქნება.

„უნდა მოხდეს შემდეგი რამ, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით, საოკუპაციო ხაზთან მუდმივად უნდა მოძრაობდნენ აქტივისტები, რომ დისკომფორტი შეუქმნან ოკუპანტებს, რომ მათ არ მოახდინონ მავთულხლართების გაბმა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევა. თუ ჩვენ არ ვახსოვართ უცხოეთში და ეს შეგნებული პოლიტიკაა, რომელსაც თავისი პლუსები შეიძლება ჰქონდეს, მაშინ ის მაინც უნდა ქნან, რომ ოკუპანტებს შეუქმნან დისკომფორტი და შეუიარაღებელმა სამოქალაქო აქტივისტებმა, ჟურნალისტებმა, სტუდენტებმა მუდმივად უნდა იმოძრაონ იქ. კარგი იქნება, თუ იქ მუდმივად იქნება კამერები, რადგან ოკუპანტებს მოერიდებათ კამერების და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის, მაგრამ ამას სჭირდება კოორდინაცია ხელისუფლების მხრიდან და მარტო ერთი-ორი არასამთავრობო და მედია ვერ გასწვდება“, - აღნიშნა შარაშენიძემ.

საკვანძო სიტყვები:

სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

22 აპრილი, 2019 , 14:48

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „ვულოცავ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის ახალ პრეზიდენტად არჩევას. უკრაინელ ხალხს ვულოცავ თავისუფალი დ

პანკისის ინციდენტი სამწუხაროდ, წარმოადგენს არა ერთეულ შემთხვევას, არამედ მმართველი პარტიის მიერ არჩეულ სტრატეგიას - „თავისუფალი საქართველო“

22 აპრილი, 2019 , 14:05

თუ ხელისუფლება დასკვნებს არ გააკეთებს მოსალოდნელია პანკისის ინციდენტის გამეორება დედაქალაქში, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ პანკისის ინცინდენტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხ

ივანე მაჭავარიანს 23 აპრილს პარლამენტში მოუსმენენ

22 აპრილი, 2019 , 13:20

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს 23 აპრილს პარლამენტში მოუსმენენ. მაჭავარიანი ხვალ დეპუტატების წინაშე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარდგება. საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრი „ევროპული საქართველო

კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები მოწყვლადები არიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიმართ - გრიგოლ ლილუაშვილი

22 აპრილი, 2019 , 13:20

კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები მოწყვლადები არიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიმართ და ნებისმიერი სპეცსამსახურისთვის წარმოადგენენ პოტენციურ დაკვირვების ობიექტებს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამ

მამუკა ბახტაძე ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

22 აპრილი, 2019 , 10:40

ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. „ვულოცავ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის მშვიდობიან

დავით ზალკალიანი პორტუგალიაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

22 აპრილი, 2019 , 10:40

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფება, სადაც დღეს შეხვედრას გამართავს პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან აუგუშტუ სანტუშსილვასთან, პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამე

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019