უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 იანვარი, 2018 12:30
font-size

ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს, რომ მაჩალიკაშვილს სპეცოპერაციის დროს ხელყუმბარა არ ჰქონია - ადვოკატი

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტში ხელყუმბარა ხელოვნურადაა შეტანილი. მისივე თქმით, ბევრი მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ თემირლანს ხელყუმბარა ხელში არ სჭერია იმ მომენტში, როცა სპეცრაზმელები მის ოთახში შეცვივდნენ.

„ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს, რომ მას სპეცოპერაციის დროს ხელყუმბარა არ ჰქონია. ერთ-ერთი არის სპეცოპერაციამდე რამდენიმე წამით ადრე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება. წამიერად არის მომხდარი კარის შენგრევა და სროლა. იგი ვერ მოასწრებდა ფიზიკურად სხვა მოქმედებას. სპეცრაზმელმა სიბნელეში დაინახა ტელეფონიდან წამოსული სინათლე და ამაზე მოახდინა რეაგირება.

თვითმხილველი არავინ არ არის. პირველ სართულზე დაკავებული იყო დედა და მამა. სპეცრაზმელები არ ელოდნენ, რომ გვერდით ოთახში იყო მისი და. რამდენიმე საათის შემდგომ შეიყვანეს მისი მამა ოთახში და მან ნახა, რომ ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი, გარდა იმ ხელყუმბარისა, რომელიც ოთახში იყო დადებული. იმისთვის, რომ ჩადენილი დანაშაული გაემართლებინათ, მათ თავისუფლად ჩადეს საქმეში ეს ხელყუმბარა“, - უთხრა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს.

კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ თემირლანის გარდაცვალების გამო ის დააყენებს მისი დედისთვის ან მამისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საკითხს, ასევე გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირების მოთხოვნას.

„ზუსტად რა ეტაპზეა გამოძიება, არ მაქვს პასუხი. მასალებს პირადად არ გავცნობივარ. მოვითხოვეთ უკვე, რომ უშუალოდ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის მიენიჭებინათ დაზარალებულის სტატუსი, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ მოგვიწევს განცხადების შეცვლა და დედის ან მამის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა. გამოძიება მიმდინარეობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, თუმცა ჩვენ ვითხოვთ, რომ მოხდეს მისი გადაკვალიფიცირება და გამოძიება გაგრძელდეს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით. არსებული მტკიცებულებების შეფასებით, პირდაპირ ვლინდება განზრახ დანაშაული“,- განაცხადა ადვოკატმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს. ის თბილისში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. განიხილებოდა მისი გადაყვანა უცხოეთის რომელიმე კლინიკაში.

მაჩალიკაშვილი გუშინ დილით გარდაიცვალა.

ანა მებურიშვილი

მიკროავტობუსების საკითხი გასაკონტროლებელია - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 16:34

"მოვუწოდებ ყველას, რომ პანიკას ნუ მიეცემიან, მაგრამ საჭირო და აუცილებელია ყველა წესის გათვალისწინება. ამუშავდა მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი,” - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ე

„პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ის შემდეგ” - ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა

30 მაისი, 2020 , 16:15

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა „პროფეს

მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

30 მაისი, 2020 , 15:41

პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ახალი კლასტერი არის საბურთალოზე და მისი კვლევა მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 15:00

გიდასტურებთ, რომ ეს კლასტერი გახლავთ საბურთალოზე და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის ყველა კონტაქტის კვლევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა

30 მაისი, 2020 , 14:47

დედაქლაქის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ბაზარში, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობითა და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარ

თურქეთში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

30 მაისი, 2020 , 13:30

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. "ვადასტურებთ რომ გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. ცხედარს უტარდება ექსპე