უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 ივლისი, 2018 15:00
font-size

ძალიან ბევრი პიროვნება „ხიშბა-სიგუას“ სიაში აბსოლუტურად სამართლიანად მოხვდა, მათ შორის სააკაშვილი და ახალაია, ბოკერია აკლია - ადა მარშანია

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ადა მარშანია გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ შექმნილ 26-კაციან „ხიშბა-სიგუას“ სიას, რომელშიც მოხვდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. დეპუტატის შეფასებით, ბევრი ამ სიაში სამართლიანად მოხვდა.

მანვე აღნიშნა, რომ გენოციდზე საუბარი რთულია და ამას დამტკიცება სჭირდება.

„როდესაც 2008 წელს ომი მიმდინარეობდა, მაშინ ეს ბატონები იყვნენ საქართველოს მმართველები, ამიტომ დააკავშირეს ომთან და იმ დანაშაულებებთან, რომლებშიც ადანაშაულებენ. ცალკე რომ ავიღოთ, მიხეილ სააკაშვილს მეც შევიყვანდი სიაში, ახალაიასაც, კეზერაშვილს და აგერ, ბოკერია გვიზის პარლამენტში. ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ გაჩნდა ეს სია და ანალიზი უნდა გავუკეთოთ ამ სიას. სხვათა შორის, ძალიან ბევრი პიროვნება, რომელიც ამ სიაში მოხვდა, აბსოლუტურად სამართლიანად მოხვდა, მათ შორის სააკაშვილი და ახალაია. ბოკერია აკლია იმ სიას.

გენოციდი ცალკე მძიმე დანაშაულია, ცხადია, ამას უნდა დამტკიცება“, – აღნიშნა მარშანიამ.

ე.წ. ვეტერანთა კავშირის განცხადებით, „ხიშბა-სიგუას“ სიაში შეყვანილი არიან საქართველოს ის მოქალაქეები, „რომლებსაც ბრალი მიუძღვით ომის დანაშაულებში, გენოციდსა და ტერორისტულ აქტივობებში“.

26-კაციან სიაში შეყვანილი არიან: ბაჩო ახალაია, სოსო ახალაია, ირაკლი ბათიაშვილი, სლავა ბიგვავა, ავთანდილ ბულისკერია, რობერტ გამისონია, ზაზა გოგავა, ბეჟან გოლანძია, ირაკლი ოქრუაშვილი, ზაზა კაკულია, მეგის ქარდავა, გია ყარყარაშვილი, დავით კეზერაშვილი, თენგიზ კიტოვანი, მამუკა ყურაშვილი, იუსუპ ლაკაევი, ვანო მერაბიშვილი, დავიდ იორაშვილი, ემზარ ფონიავა, მიხეილ სააკაშვილი, ალიკა სამუშია, ბესიკ თოფურია, ომარ ხარჩილავა, მანუჩარ ჩანგელია, რომან შამათავა, დავით შენგელია.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი