უკან

კომენტარი

17 თებერვალი, 2017 16:25
font-size

ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვა ეკლესია და ხელისუფლება - მეუფე პეტრე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც მეუფე პეტრემ მამა გიორგი მამალაძის საპატიმროში მონახულების შემდეგ განაცხადა, ის დეკანოზის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძის გათავისუფლება პატრიარქის საქართველოში ჩამოსვლისთანავე უნდა მოხდეს.

"მადლობა ღმერთს, ჩემი პროგნოზი და ეჭვები შეიძლება ითქვას თუ ეჭვები, თითქმის გამართლდა, 100%-ით. ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვა ეკლესია და ხელისუფლება, ერთად ორივე. ყველაფერი უნდა გაკეთდეს და მამა გიორგი მიმაჩნია ძალიან მალე უნდა გამოვიდეს, პატრიარქის ჩამობრძანებისთანავე დატოვოს საპყრობილე. მე პირადად მზად ვარ ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლო იმისათვის, რომ ეს ადამიანი იქნეს დაცული.

როდესაც ჯგუფი პატრიარქის თანმხლები პირებისა და წმინდა სინოდის წევრებისა ჩამოვა და ჩვენ შევიკრიბებით, ხელისუფლებასთან ერთად უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება განცხადება მერე გაკეთდეს.

მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო და ეს არის კაკებეშიკური, მზაკვრული, დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა შარზე. ჩემი ეჭვია, რომ ნაწილობრივ ეს ასევე იყო მიმართული ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ’’, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ნინო ექვთიმიშვილი

ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა

22 ნოემბერი, 2017 , 17:20

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაჭრილი სპეცრაზმელი, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა განუცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილი 41 წლი

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი საფრთხის შეცვლელია - დიმიტრი ხუნდაძე

22 ნოემბერი, 2017 , 16:40

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგიის დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით წარმოდგენილ პროექტში სამართლებრივი რეგულაციები ისეთი უნდა იყოს, რომ ნარკოტი

აფხაზეთმა ვერაფერი გასწავლათ, ეთერებში რომ მიდიოდა ჩვენი ჯარების განლაგების ჩვენება?! - ხათუნა ლაგაზიძე

22 ნოემბერი, 2017 , 16:15

ხათუნა ლაგაზიძე მედიასაშუალებებს აკრიტიკებს იმ კადრების გავრცელებისთვის, რომელიც სპეცოპერაციის დეტალებს ასახავს. ,,ხალხო რას აკეთებთ, შეიძლება იმ კადრების დადება და ჩვენება, როგორ ემზადება სპეცრაზმი შტურმისთვის?! ცოტა მე

ნინო გვენეტაძე გადადგომას არ აპირებს - იან კელი

22 ნოემბერი, 2017 , 15:05

საქართველოში ამერიკის ელჩის იან კელის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ვადაზე ადრე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ იან კელიმ ნინო გვენეტაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შ

ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობას სჭირდება მხარდაჭერა მაშინ, როდესაც მსოფლიო ასეთი არასტაბილურია - გია ვოლსკი

22 ნოემბერი, 2017 , 12:55

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა. ,,მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რაოდენ მნიშ

არასერიოზულია, როდესაც იუსტიციის მინისტრი დებატებზე სახალხო დამცველს იწვევს - უჩა ნანუაშვილი

22 ნოემბერი, 2017 , 12:45

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეთავაზებას უპასუხა. რამდენიმე დღის წინ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „ბატონი უჩას საქმიანობის შეფასება ჩემი 17-წლიანი პროფესიული დაკვი