უკან

სამართალი

8 იანვარი, 2018 17:40
font-size

ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, მაჩალიკაშვილის საავადმყოფოს შერჩევის პრეროგატივა ხელში ჩაიგდო ვახტანგ გომელაურების კლანმა - ადვოკატი

ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საავადმყოფოს შერჩევის პრეროგატივა ხელში ჩაიგდო სუს-ის და კონკრეტულად, გომელაურების კლანმა, - განაცხადა მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა, ცირა ჯავახიშვილმა 19 წლის დაჭრილი ახალგაზრდის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით.

ადვოკატი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანულმა კლინიკამ ადგილის არ ქონის გამო არ მიიღო თემირლან მაჩალიკაშვილი. ადვოკატის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ცირა ჯავახიშვილის თქმით, გერმანულმა კლინიკამ ჯანდაცვის სამინისტროს პაციენტის მომდევნო მკურნალობის ღირებულების შესახებ დოკუმენტაცია გამოუგზავნა, რაც უწყებამ არ გაასაჯაროვა.

მაჩალიკაშვილების ადვოკატი ითხოვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვოს ინფორმაცია, თუ რომელ ევროპულ კლინიკებთან ჰქონდა კომუნიკაცია. ინტერესების დამცველი ეჭვობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციის ნაწილს მალავს.

„ჩვენ მოვთხოვეთ კონკრეტულად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, რომელ ევროპულ საავადმყოფოებს გადაუგზავნა თემირლან მაჩალიკაშვილის მონაცემები და მოსთხოვა მიღება. აქედან, რომელმა საავადმყოფოებმა განაცხადეს თანხმობა ან უარი. ნებისმიერი პასუხი, რაც მათ მიიღეს, ყველა დოკუმენტაციის მიღება გვსურს ჩვენ,“ - განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.

ადვოკატის თქმით, სუს-ის მიერ ვაგზლის ტერიტორიაზე გადაღებული ვიდეოს გამოქვეყნების მიზანი, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან ერთად გადაადგილებაა დაფიქსირებული, პასუხგაუცემელია.

ცირა ჯავახიშვილის თქმით, ამ კადრებით მაჩალიკაშვილის ტერორიზმთან კავშირი არ დასტურდება.

„აქედან ვაცხადებ მე, გრიფით საიდუმლო კი არა, ცხრაკლიტულში რომ ჩაკეტონ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, მაინც ვიტყვი იმას, რატომ გამოამზეურა ორი წლის წინანდელი ჩანაწერი ამ უწყებამ,“ - განაცხადა ადვოკატმა.

თურქეთის ორმა კლინიკამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე თანხმობა გამოთქვა. ერთ კლინიკასთან მოლაპარაკებას ოჯახი, ხოლო მეორესთან ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებდა.

საბოლოოდ ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს, სად გააგრძლებეს მკურნალობას პაციენტი.

19 წლის ახალგაზრდა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.

საკვანძო სიტყვები:

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 10:00 საათზე გამოცხადდება

11 აპრილი, 2024 , 14:23

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება - ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს - "გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!"-  წერს თამთა

სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

11 აპრილი, 2024 , 14:13

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. როგორც ორგანიზაციის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი