უკან
პოლიტიკა
21 ოქტომბერი, 2017 11:10
ძალიან გულანთებული ვარ იმისთვის, რომ ეს მანდატი მივიღო და შევუდგე საქმის გაკეთებას - ელენე ხოშტარია
„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის გულანთებულია მანდატის მისაღებად.
„ხმა მივეცი იმ რწმენის დაბრუნებას, რომ ჩვენი ქალაქი ჩვენვე შეგვიძლია გავხადოთ მოხერხებული, სამართლიანი, ადამიანებზე ორიენტირებული და იმ ხედვას, რომელიც მგონია, რომ სწორედ ამას მოიტანს. ძალიან გულანთებული ვარ იმისთვის, რომ ეს მანდატი მივიღო და შევუდგე საქმის გაკეთებას“, -თქვა ხოშტარიამ.
დღეს ადგილობრივი თვითმმარტველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატსა და 64 მერს პირდაპირი წესით 4 წლის ვადით ირჩევენ.
ანა მებურიშვილი