უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 ივნისი, 2019 22:49
font-size

ძალიან მიყვარხართ, მეამაყებით, თქვენთან ერთად ვარ და თქვენთან ერთად ვიდგები გამარჯვებამდე - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე მივიდა და შეკრებილებს მიმართა.

„საქართველოს ისტორია იწერება ყველაზე ამაყი ფრაზით: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი“ აი, ასე იწერება ეს ისტორია, რომელიც იქნება ძალიან კარგი. ძალიან მტკივნეულია, რომ ეს ისტორია იწერება სისხლით.

ჩემი ერთი მეგობარი გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ. ის აქ იქნებოდა და მისი ერთ-ერთი საყვარელი ფრაზა იყო, რომელიც ცოტა მაშინებდა ყოველთვის, მაგრამ ძალიან ძლიერი ფრაზაა, რომ თავისუფლების ხე დროდადრო უნდა იყოს მორწყული პატრიოტთა სისხლით. და ეს სისხლი აქ დაიღვარა, ეს სისხლი დღეს საწინდარია იმისა, რომ თქვენ იქნებით გაერთიანებულები, არ შეგეშინდებათ, რომ ამით შედუღაბებულები ხართ ერთმანეთთან და მომავლის წინაშე.

30 წლის წინ ძალიან მტკივნეულად, მაშინაც აქ დაიღვარა სისხლი, უმანკო ბავშვების და ამ სისხლმა, მისმა მისტიკამ დაანგრია უდიდესი იმპერია.

ამიტომ, აი ასე ძლიერად გაერთიანებული იმ გმირობით, რომელიც აქ შედგა სულ რამდენიმე დღის წინ, მე მჯერა, რომ ძალიან ნათელი და ძალიან წმინდა მომავალი დაიწერება“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, იმ ხალხს, ვინც აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა, „ძალიან სუსტი ილეთები და ხრიკები აქვს“.
„მმართველ გუნდს დღეს დარჩა ერთი მხრივ, ძალიან მდარე და ერთის მხრივ უკვე გაქარწყლებული პიარი და ჭორაობის დონის ბოტები, და მეორეს მხრივ, რაღაცნაირი „კრახაბორული“ ვაჭრობა, რომელიც ვერ შედგება. და იმიტომ ვერ შედგება, რომ აქ არის სიმართლე, ძალა და ჭეშმარიტი სურვილი საქარველოს მომავლისა!

ამიტომ დღეს მინდა, კიდევ ერთ რამეს გავუსვა ხაზი: სიმტკიცე და ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების არდაშვება, რაც ჩვენმა თაობამ დაუშვა, როდესაც ერთმანეთს გადავეკიდეთ და დავუპირისპირდით. ვხედავთ, თუნდაც, როგორ მიდის ეს მიტინგი, ეს ნათელი ხედვა, ის, რომ არ იცვლება მოთხოვნები, რომელბიც ძალიან მტკიცეა და ამას არაფერი ტეხავს. ჩვენ ვუშვებდით შეცდომებს, დღეს ერთ რამეს ვიტყოდით, მეორე დღეს - მეორეს და ვიბნეოდით ხოლმე. დღეს მე სიმტკიცე დავინახე, რასაც მხოლოდ გამარჯვებები ექნება მომავალში. ამიტომ, ცოტა იუმორით რომ მოგმართოთ: კობახიძე - „ეტა რაზ“, გახარია - „ეტა დვა“!

დაბოლოს, მივმართავ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ხშირად გულდაწყვეტილები არიან, როდესაც ამბობენ, რომ რუსეთი იგებს იდეოლოგიურ ბრძოლას, საქართველოში კი არა, მათ ქვეყნებში. თავიდანვე ვეუბნებოდი მათ, რომ ცივი ომი ჩვენ აქ ვიომეთ, ცხლად, რუსის ბეტეერებს ვეომეთ ცხლად ამ ადგილას. მაშინ ჩვენი სისხლი დაიღვარა და მათ გამარჯვებებში ჩვენი ძალაც იყო და ჩვენი წარმატებაც. დღეს მათვე მინდა ვუთხრა, რომ მოვიდნენ და დააკვირდნენ ახალ საქართველოს, რათა იპოვონ აქ პასუხები იმაზე, როგორ უნდა ებრძოლონ რუსეთის რბილ ძალას - აქ, ქართველმა ხალხმა მათ კიდევ ერთი ბრძოლის შედეგად აჩვენა, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. ნახონ და ისწავლონ, როგორ შეგვიძლია ჩვენ ჩვენი სიამაყისა და ჩვენი ეროვნულობის დაცვა! ძალიან მიყვარხართ, მეამაყებით, თქვენთან ერთად ვარ და თქვენთან ერთად ვიდგები გამარჯვებამდე!“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი