უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ნოემბერი, 2017 10:30
font-size

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში - კახა კალაძე მერის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეიდან, მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. კახა კალაძე თბილისის მერიაში 08:30 საათზე მივიდა, სადაც უკვე ყოფილი მერი დავით ნარმანია დახვდა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერიის თანამშრომლებთან ერთად, იმ პრობლემების დაძლევას შეძლებს, რომელიც დღეს ქალაქში არსებობს.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავდროულად, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, თუ რამდენია სამუშაო და შესაბამისად, გუნდთან ერთად, შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე მერიის თანამშრომლებს გაესაუბრა, წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

დედაქალაქის ყოფილმა მერმა კი, კახა კალაძეს ქალაქის განვითარებისთვის სასიკეთო პროექტების განხორციელება უსურვა. დავით ნარმანიას მიაჩნია, რომ ახალი მერი პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს სათანადად გააკეთებს.

„დღეიდან ახალი მერი ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას და თბილისის მერიაგადაიბარა. მინდა მას წარმატებები ვუსურვო და ის, რომ ჩვენი ქალაქისთვის სასიკეთო პროექტი განახორციელოს, რაც პირადად ჩემთვის და თითოეული ჩვენი თანაქალაქელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნარმანიამ.

გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არ განხილულა არც წარსულში, არც დღევანდელ შეხვედრაზე და არც მომავალში არ განიხილება - მურმან დუმბაძე

1 ივნისი, 2020 , 17:30

დღეს, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ შეხვედრა გაიმართა, სადაც შემოდგომის არჩევნებთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე ისაუბრეს. როგორც გაერთიანების ერთ -ერთმა წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, შეხვ

კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვა სატელევიზიო ფორმატში, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაიმართება

1 ივნისი, 2020 , 16:50

კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, სხდომა გამართა. კომისიის წევრებმა სატელევიზიო განხილვების ფორმატზე იმს

თუ პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი არა ჩვენ მიერ, არამედ ივანიშვილის მიერ - გიგა ბოკერია

1 ივნისი, 2020 , 16:00

თუ შეთანხმება არ სრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი არა ჩვენ მიერ, არამედ ივანიშვილის მიერ - ამის შესახებ განცხადება, "ევროპუი საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგა ბიკერიამ გააკეთა

თუ პარლამენტს ახლაც არ ექნება მკაცრი პოზიცია, მაშინ პირდაპირ ჩავბარდეთ მიკროსაფინანსოებს, კომერციულ ბანკებს და მათ გვმართონ - დავით ჭიჭინაძე

1 ივნისი, 2020 , 14:40

„თუ პარლამენტს ახლაც არ ექნება მკაცრი და ხისტი პოზიცია, მაშინ პირდაპირ ჩავბარდეთ მიკროსაფინანსოებს, კომერციულ ბანკებს და მათ გვმართონ, რაღად გვინდა ან მთავრობა, ან კონსტიტუცია, ან საერთოდ სახელმწიფო?!“ - აცხა

“რურუა უნდა გათავისუფლდეს და საარჩევნო ცვლილებები უნდა მოხდეს”

30 მაისი, 2020 , 16:41

ვიდრე „მთავარი არხის“ დამფუძნებელი გიორგი რურუა, ციხეს არ დატოვებს, ხელისუფლების ოპონენტები საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას და ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებენ. „რა ფო

კორონა ვირუსი ხელისუფლებისთვის ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა - ხათუნა ლაგაზიძე

30 მაისი, 2020 , 12:05

“კორონავირუსი ხელისუფლების ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა,” - ამის შესახებ წერს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საკუთარ Facebook გვერდზე. “გახარიას გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ ღიად უნდა დაინახოს გა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!