უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 თებერვალი, 2018 15:55
font-size

ძალიან პოზიტიურად არის აღქმული, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულადაა გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებებში - თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს ახალ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების ბოლო რაუნდი იმართება. კომისიის წარმოამდგენლები უკვე შეხვდნენ პარლამენტის თავმდჯომარეს ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილს.

ჩუგოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ კომისია პოზიტიურ შეფასებას დადებს.

მისი თქმით, შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებში გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის შენიშვნები. ვენეციის კომისიის დასკვნა, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებისთვის გახდება ცნობილი.

„საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში სრულად არის ჩართული ვენეციის კომისია და დასაწყისი ეტაპიდან ბოლომდე ძალიან აქტიურად მონაწილეობს. ძალიან პოზიტიურად არის აღქმული და მიღებული, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულადაა გათვალისწინებული და ასახული საკონსტიტუციო ცვლილებებში. გარკვეული მოკლე დოკუმენტი ვენეციის კომისიის მიერ ალბათ მარტის შუა რიცხვებისთვის მომზადდება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

დღეს ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

დავით გარეჯის თემა კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი - გია ვოლსკი

5 მარტი, 2021 , 20:36

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ დავით გარეჯის საქმეზე სახალხო დამცველის დღევანდელი განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ნინო ლომჯარიას არავითარი ინფორმაცია გამოუთხოვია და საქმის გარემოებებს დეტალურად არ გაცნობია. &

ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ

5 მარტი, 2021 , 20:26

ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ჩამოსასვლელად „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ლიეტუვის

ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს და შევჯერდით, რომ არასწორია პლებისციტის იდეის დამუნათება - გიგი უგულავა

5 მარტი, 2021 , 16:05

გუშინ მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საუბარი, აზრები გავცვალეთ და შევჯერდით, რომ არასწორია რაიმეს დამუნათება, საკითხის ამგვარად დაყენება, რომ პლებისციტი ბიძინას თამაშია, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წ

იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ახლა საქმე მათ მხარეს არის - შალვა პაპუაშვილი

5 მარტი, 2021 , 12:25

იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ. ახლა საქმე მათ მხარეს არის, მათ უნდა გამოაჩინონ, რომ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც არიან მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის,

აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება - დავით ზალკალიანი

5 მარტი, 2021 , 12:25

აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე წერს. &bd

მიხეილ სარჯველაძემ და შალვა პაპუაშვილმა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს

5 მარტი, 2021 , 12:25

საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, საქართველოს ინვესტორთა საბჭოსთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანა დაფინანსებული პროექტის &ndash