უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 თებერვალი, 2017 17:05
font-size

ძალიან სერიოზული რისკის ქვეშაა ჩვენი პატრიარქი - არჩილ გამზარდია

მთავარია ვთქვათ და გამოვთქვათ, რომ ძალიან ფრთხილად მიუდგეს სპეც სამსახურებიც, სინოდის დაინტერესებული წევრებიც იმას, რასაც პატრიარქის უსაფრთხოება ჰქვია, – წერს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

„მოკლედ, ეს ხანები სულ მინდოდა დამეწერა და ვერაფრით მოვიფიქრე, როგორ დამეწერა, არა შიშის გამო, არამედ იმ შესაძლო შედეგების გამო, რაც სავარაუდოა მოჰყვეს ჩემს ნათქვამს. მაგრამ თქმა ხშირად პრევენციაა და ამის გამო გავაკეთებ.

გნებავთ დაარქვით, რომ საიდანღაც ვიცი, ან დამესიზმრა ან ჩემი წარმოსახვაა, ან ლოგიკის შედეგი, მაგრამ… ძალიან სერიოზული რისკის ქვეშაა ჩვენი პატრიარქი. ჯერ იყო და თბილისში რამდენიმე კვირის წინ აპირებდნენ მისთვის ოპერაციის გაკეთებას, რაც პრაქტიკულად განაჩენი იქნებოდა მისთვის, შესაძლოა ყოფილიყო კიდეც საუბრები მაშინვე რომ ოპერაციას მიზანმიმართულად აჩქარებდნენ, რომ სასწრაფოდ განთავისუფლებულიყო პატრიარქის სტატუსი. მე მგონია, რომ ამ ამბავზე სერიოზული ჭიდილიც იყო. შესაძლოა, მსურველებმა ვერ გაიტანეს ეს.

ახლა მგონია, რომ გაარიდეს და შეეცდებიან ევროპაში ჩაატარონ ეს ოპერაცია, რომლის შედეგიც ცალსახად ლეტალური უნდა იყოს. რატომ? რისთვის? ამის პასუხი არავის გაუჭირდება.

შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ ჩემი არასწორი წარმოსახვაა, რასაც ვწერ, უწყებებს ვერავის მივმართავ, რადგან არც იმედი მაქვს (გამოცდილებამ მიჩვენა) და აზრიც არ აქვს. ამიტომ, ნურაფერს მკითხავთ, ჩავთვალოთ, რომ უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე, სადაც პატრიარქის მოკვლა უნდოდათ, რაც ადვილად გასაღდებოდა ბუნებრივად ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ჩავთვალოთ, რომ სიზმარში გავიგე, როგორ უპირებდნენ პატრიარქს ოპერაციის ჩატარებას საქართველოში, როგორ გაუმზადეს მას მაგიდაც კი საოპერაციო, როგორ მზადდებოდა მისი ლიკვიდაცია. ახლა კი ამას ქვეყნის გარეთ ცდილობენ. ჩათვალეთ, რომ მეჩვენება, მთავარია ვთქვათ და გამოვთქვათ, რომ ძალიან ფრთხილად მიუდგეს სპეც სამსახურებიც, სინოდის დაინტერესებული წევრებიც იმას, რასაც პატრიარქის უსაფრთხოება ჰქვია. ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ცოცხალი საქართველოში”,- წერს გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი