უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

5 დეკემბერი, 2017 23:00
font-size

ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიე და მათთვის მოულოდნელად, რამდენი ადამიანი გადავყარე აქეთ-იქით - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მაშინ, როდესაც სპეცრაზმი ცდილობდა შევარდნას მის ბინაში, ის ავიდა სახურავზე და ამ გზით მოიგო დრო, რათა მომხდარიყო ხალხის მობილიზება.

,,მე ვუთხარი, რომ თუ მომეკარებოდნენ, ჩავსრიალდებოდით ყველა ერთად. ეს გაიზიარეს უშიშროების წარმომადგენლებმა. მიხვდნენ, რომ ასე იყო. ამასობაში მოხდა ჩვენი ხალხის მობილიზაცია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინული პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები არის აბსურდული.

,,სიტუაცია არის ძალიან კონკრეტული. ბრალდებები, რომლებიც წამიყენეს, იმდენად იდიოტურია, რომ კომენტარიც ზედმეტია. მე დამემუქრნენ, რომ თუ არ გავჩერდებოდი, შექმნიდნენ კომპრომატს. 3-წუთიანი აუდიოჩანაწერის აწყობას საერთოდ არაფერი არ სჭირდება. ვიცოდი, რომ აწყობდნენ და წინა კვირას გავაკეთე ამაზე განცხადება. ეს გააკეთეს კიდეც დღეს, მარა უკრაინაში ამას არავინ არ ჭამს, ამ ორგანოებს არავინ არ ენდობა. ამიტომ, ძალიან ბევრი დეპუტატი მოვიდა ჩემ მხარდასაჭერად. ახლა ყველა ამ დეპუტატზე აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს.

ამ ფარჩაკებს ეგონათ, რომ ჩვენ ადვილად დაგვამარცხებდნენ. მე არ ვარ პირუტყვი, რომ ხელ-ფეხშეკრული ჩავბარდე და სადღაც წამიყვანონ. რა თქმა უნდა, გავიბრძოლე, მათ შორის ფიზიკურადაც გავიბრძოლე. მათ შორის სახლში, როცა გადაწყვიტეს ჩემი ძალით გაყვანა, ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიე და მათთვის მოულოდნელად, რამდენი ადამიანი გადავყარე აქეთ-იქით.

ძალადობაზე მოდიოდნენ და ძალადობას არ უნდა დანებდე ასე ადვილად“, - განაცხადა სააკაშვილმა.

არ ვიცი რატომ მახსენა, ვინმემ დაავალა, თქვენი სურვილი იყო - ეკა ბესელია მირზა სუბელიანზე

16 ოქტომბერი, 2018 , 16:05

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ვერ გაიგო, რატომ ახსენა მირზა სუბელიანმა მისი სახელი და გვარი უდოს კომისიასთან მიმართებაში. ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ სუბელიანს ეს დავალება ვინმესგა

კანონპროექტთან დაკავშირებულ მსჯელობაში ფართო საზოგადოება იქნება ჩართული - დავით სერგეენკო მარიხუანას კულტივაციაზე

16 ოქტომბერი, 2018 , 12:40

ჯანდაცვის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი და ის ასრულებს იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც მიღებული იქნება, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშ

რუს სპეციალისტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ჩამობრძანდნენ და ნახონ, რაც ხდება ლუგარის ლაბორატორიაში - დავით სერგეენკო

16 ოქტომბერი, 2018 , 11:30

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ქიმიური თუ ბიოლოგიური სუბსტანციის ნივთიერებები არ მზადდება. როგორც დავით სერგეენკომ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსული მხარის მიერ გავრცელებული განცხადებ

„ქართული ოცნება“ არის მძევალი და ბიძინა ივანიშვილიც უკვე აღარ არის ლიდერი - გია ხიხაშვილი

16 ოქტომბერი, 2018 , 11:00

მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს იყო მირზა სუბელიანის ერთგვარი ვენდეტა ხელისუფლებაზე, - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ იმ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას, რო

კიდევ ვცხოვრობთ სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში, როცა გაუთავებლად ვიღაც დებს რაღაც ჩანაწერებს - სალომე ზურაბიშვილი

15 ოქტომბერი, 2018 , 14:35

დიდი იმედი მაქვს, ჩემი პრეზიდენტობის დროს აღარ გვექნება ურთიერთობა ამ რაღაც ჩანაწერებით, – განაცხადა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერებ

კანონიერების თვალსაზრისით ძალიან სერიოზული კითხვები მაქვს - ეკა ბესელია

15 ოქტომბერი, 2018 , 14:35

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს, "ქართული ოცნების

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`