უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 სექტემბერი, 2018 13:00
font-size

ძალიან შემაშფოთებლად გამოიყურება სიტუაცია, რადგან ვხედავთ ელიტური კორუფციის ნიშნებს ბიზნესსექტორში - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერები მიუთითებს კორუფციაზე ბიზნესსექტორში.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მნიშვნელოვანია პასუხების მოსმენა პროკურატურისგან, თუ რა ეტაპზეა გამოძიება.

„უპირველეს ყოვლისა, ეს ჩანაწერები საჭიროებს ექსპერტიზას, მათი ავთენტურობის დადგენას. ყოველდღე, როცა ახალ ჩანაწერს ვისმენთ, ძალიან შემაშფოთებლად გამოიყურება სიტუაცია, რადგან ვხედავთ ელიტური კორუფციის ნიშნებს ბიზნესსექტორში. ის, რასაც ვუყურებ, მე ვფიქრობ, საგანგაშოა, ამიტომ ალბათ, პასუხები უნდა მოვისმინოთ პროკურატურისგან, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, არის თუ რაიმე პროგრესი. რასაც ვუყურებთ, ეხება არა მარტო ერთ ტელეკომპანიას, არამედ მიანიშნებს, რომ ზოგადად ბიზნესში არსებობს სერიოზული პრობლემები კორუფციის თვალსაზრისით. ამიტომ ამას პასუხების გაცემა სჭირდება“, -თქვა ლომჯარიამ.

გუშინ რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი და ფოტომასალა, რომლებშიც ასახულია შეხვედრა, სადაც „ომეგა ჯგუფის“ წილებისა და თამბაქოს ბიზნესის გადანაწილებაზეა საუბარი.

კონსოლიდაცია თბილისში, კონკურენცია რეგიონებში - დავით ბერძენიშვილის `გამარჯვების ფორმულა` ოპოზიციას

6 ივნისი, 2020 , 17:15

"რესპუბლიკურმა პარტიამ" საპარლამენტო არჩვენებში, ოპოზიციის "გამარჯვების ფორმულა" წარადგინა. დავით ბერძენიშვილის განმარტებით, იმისათვის, რომ მაჟორიტარული ოლქები ოპოზიციამ მოიგოს, აუცილებელია თბილისში ოპოზიციის ერთიანი კან

დიდი ალბათობით მაჟორიტარი ვიქნები – გიგა ბოკერია

6 ივნისი, 2020 , 16:25

გარკვეული გეგმები უკვე გვაქვს, მაგრამ აქ შეიძლება კორექტივები შევიდეს შეთანხმებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს. „წინა შედეგებიდან გამო

ივანიშვილის მთელი ხროვა პასუხს აგებს საქარველოს ტერიტორიათა გაცემა-გასხვისებისათვის - შალვა ნათელაშვილი

6 ივნისი, 2020 , 15:00

პრეზიდენტმა ალიევმა, ნაცვლად იმისა, რომ ოკუპირებული მთიანი ყარაბახის საკითხზე იბრძოლოს, ამის საკომპენსაციოდ ქართველებს წაგვართვა სალოცავები, რათა ამომრჩევლებში იტრაბახოს, ის ვერ დაგიბრუნეთ, მაგრამ საქართველო დავჩაგრეო, -

საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით მორიგი კომუნიკაცია შედგა

5 ივნისი, 2020 , 17:15

დღეს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზოჰრაბ მნაცაკანიანთან. სომეხმა კოლეგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა

იყო განხილული ჩემი კანდიდატურა თბილისის მაჟორიტარებს შორის - გიორგი ვაშაძე

5 ივნისი, 2020 , 16:35

გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებიდან ერთ-ერთში ოპოზიციის მხრიდან სწორედ "ახალი საქართველოს" კანდიდატი იქნება წარდგენილი. მისი თქმით, განიხილება მისი კანდიდატურა. ამის შესახებ "ახალი საქართველოს

არ ვაპირებ თავი მოვატყუებინო და ჭკუაში მოგვიგოს ბიძინა ივანიშვილმა იმით, რომ საფრთხობელად უნდა მუდმივად გამოიყენოს სააკაშვილის დაბრუნება - ნინო ბურჯანაძე

5 ივნისი, 2020 , 16:35

"არ არის გამორიცხული, რომ ყველა ოლქში შეთანხმება ვერ შედგეს და ჩვენც ყველა ოლქში არ დავუჭიროთ მხარი კანდიდატურებს, მაგრამ ესეც არ არის კატასტროფა,” - ამის შესახებ "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!