უკან

საზოგადოება

29 ნოემბერი, 2017 16:50
font-size

ძალიან შეურაცხყოფილად და სულში ჩაფურთხებულად ვგრძნობ თავს - მოქალაქე პატრულს ძალადობაში ადანაშაულებს

„ძალიან შეურაცხყოფილად და სულში ჩაფურთხებულად ვგრძნობ თავს“, - ამის შესახებ მოქალაქე გიორგი პერტაიამ განაცხადა, რომელიც პატრულის თანამშრომლებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ასევე ნარკოტიკის ჩადებისა და მეუღლისადმი მიმართულ მუქარაში.

პერტაიას ნაამბობიდან ირკვევა, რომ პატრულმა 27 ნოემბერს გააჩერა ნიკოლაძის ქუჩაზე. მისი თქმით, მან ყველა საჭირო საბუთი წარადგინა.

„გამაჩერეს. რომ გამაჩერეს, წარვუდგინე მართვის მოწმობა, ყველაფერი. მე ვარ ვეტერანი პოლიციელი, და წარვუდგინე შემდეგი საბუთი : „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“.

პატრულის თანამშრომელმა მითხრა, შენ თუ პატრულის თანამშრომელი ხარ, პოლიტიკაში რა გინდა , შენ არ ხარ პოლიციელი და ა.შ“, - მოყვა პერტაიამ.

პერტაიას განმარტებით, ის პოლიციის ვეტერანია და აფხაზეთის ომის მონაწილე. ძალოვანი უწყებიდან კი შევარდნაძის დროს თავისი ნებით წამოვიდა.

მისი თქმით, პოლიციელები აგდებულად ელაპარაკებოდნენ.

„ნასვამიც არ ვყოფილვარ და არაფერი. ისე დამელაპარაკა პოლიციელი, რომ მერე მეც გადმოვედი ავტომობილიდან და დავიწყეთ საუბარი. გეფიცებით, ისე მესაუბრებოდა, თითქოს რაღაც დანაშაული მქონდა“, -თქვა ყოფილმა პოლიციელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

პერტაიას განცხადებით, პოლიციელებმა სრულიად უმიზეზოდ ჩასვეს მანქანაში, ასევე ემუქრებოდნენ მის ცოლს.

„მეორე პოლიციელი ეუბნება, - ბიჭო, რას აბლატავებ ამას. თავის მანქანასთან რომ მიმიყვანეს, მერე დამადეს ხელბორკილები და ჩამსვეს ავტომობილში. რომ მივდიოდით და ვეუბნებოდი, ძმაო, რატომ მეცქევი ასე, მე თქვენი ყოფილი კოლეგა ვარ. თუ რამე დანაშაული მაქვს ვინმეს წინაშე, კი ბატონო, დამიჭირეთ. ჩემთვის მივდიოდი, არაფერი არ დამიშავებია. მეუბნებოდნენ - შენ მთვრალი ხარ, შენ ნარკომანი ხარ, არ ვარ ნარკომანი-მეთქი.

მანქანაში მეუბნებოდნენ, რომ შენს ცოლს წაიყვანენ და იმას უზამენ, შენ იქ შეგიყვანთ, იმას გიზამთ“, - თქვა პერტაიამ.

ვეტერანმა პოლიციელმა მოჰყვა, რომ კისრის არეში ურტყამდნენ.

„მუჯლუგუნებს მირტყამდნენ კისრის არეში, ისედაც ხერხემალზე ტრავმა მაქვს, ძალიან მტკივა. ტერორისტი მეგონა თავი“,-თქვა პერტაიამ.

პერტაიას უფლებებს ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს, რომელმაც გენერალურ ინსპექციას საქმით დაინტერესებისკენ და საპატრულო ეკიპაჟის წევრების დასჯისკენ მოუწოდა.

ანა მებურიშვილი

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი