უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 სექტემბერი, 2020 16:15
font-size

ძალიან სწრაფად ვაკეთებთ ვირუსის თითოეული კერის ლოკალიზებას, რაც დიდად არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოვიკვლევთ კონტაქტებს - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ის პრინციპი და აუცილებლობა განმარტა, რომლის თანახმადაც აქ ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა უწევთ, უცხოელებს კი - არა.
ნათია თურნავამ ამ თემაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ოპოზიციას უპასუხა - ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა.
„საქართველოს მოქალაქეები, ვინც ჩამოდიან, კარანტინში ხვდებიან, რომლის ხანგრძლივობაც ეტაპობრივად მცირდება - ამ თვალსაზრისით ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მსოფლიო მიღწევებს. უცხოელი მოქალაქე გაცილებით მარტივი სამონიტორინგოა მისი შემდგომი კავშირების კვლევის თვალსაზრისით, თუ ის ინფიცირებული აღმოჩნდება. თუმცა, მოგეხსენებათ, ახლა უცხოელების მიმართაც გავამკაცრეთ მიდგომა და სავალდებულოა PCR ტესტი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, გაცილებით მარტივია იმ უცხოელების კონტაქტების მოძიება და კონტროლი, ვინც საქართველოში ნაცვალგების ქვეყნებიდან შემოდის. რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ერთი ოჯახის წევრს უწევს კარანტინის გავლა, ხოლო მეორეს - არა, ამის შესახებ ნათია თურნავა განმარტავს, რომ ოჯახის მეორე წევრსაც სრული უფლება აქვს, კარანტინი გაიზიაროს. „ამას გარდა, იმისთვის რომ ჩვენი მიკვლევადობა სრულფასოვანი იყოს, რაც ჩვენი ანტიპანდემიური ღონისძიებების სიძლიერეა - ჩვენ ძალიან სწრაფად ვაკეთებთ ვირუსის თითოეული კერის ლოკალიზებას, რაც დიდადაა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოვიკვლევთ კონტაქტებს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან დაკავშირებით როგორც მინისტრი აღნიშნავს, აქ დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს გაცილებით მეტი სოციალური თუ სამუშაო კონტაქტები აქვთ, შესაბამისად, გაცილებით დიდ რისკს ქმნიან ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.
„ჩვენ იმიტომ ვართ ძლიერები ანტიპანდემიურ ღონისძიებებში, რომ პირველივე დღიდან ვეყრდნობოდით ჩვენი ეპიდემიპლოგების, ჩვენი მედიკოსების რჩევებს. ეს არის ჩვენი ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია და მას იქამდე აღვასრულებთ, ვიდრე ამისი საჭიროება იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა, რომელშიც პარლამენტის პლენარულ სხდომაში ინტერპელაციის წესით, ფრაქცია „ევროპულმა საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.

„ქართულმა ოცნება“ 55.0%, „ნაციონალურმა მოძრაობა“ - 23.0%, „ევროპული საქართველო“ - 3.0% - „იმედის“ეგზიტპოლი

31 ოქტომბერი, 2020 , 20:50

საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 18:00 საათის მონაცემებით, P

„ქართულმა ოცნებამ“ – 46%, „ნაციონალურმა მოძრაობა“ - 28% და „ევროპული საქართველო“ 5%- „ფორმულას“ ეგზიტპოლი

31 ოქტომბერი, 2020 , 20:39

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს ასეთი საარჩევნო შედეგი აქვთ: „ქართული ოცნება“ – 46%; „ერთ

„ქართული ოცნება“ 41%, ენმ 33% - „მთავარის“ ეგზიტპოლი

31 ოქტომბერი, 2020 , 20:16

„მთავარი არხის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ხმები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება - 41% ნაციონალური მოძრაობა 33%  ევროპული საქართველო 5% ლელო 4% გირჩი 3% სტრატეგია აღმაშენებლი 3% პატრიოტთა ალიანში 2%

კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს - საია

31 ოქტომბერი, 2020 , 19:25

18:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს,- ამის შესახებ “მედიანიუსს“ „ახალგაზრდ

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

31 ოქტომბერი, 2020 , 18:46

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. „უკვე 10 საათია კენჭისყრა მ

მეგობრებო, მობრძანდით არჩევნებზე, შევცვალოთ კრიმინალური ოცნება - ლევან ხაბეიშვილი

31 ოქტომბერი, 2020 , 17:20

“ნაციონალური მოძრაობის” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” საარჩევნო უბნებზე “კრიმინალური ელემენტები” ჰყავს მობილიზებული. მისივ