უახლესი ამბები
არქივი
სამართალი


ძალიან ცოტა გვყავს პროფესიონალი პოლოტიკოსი-გაცილებით მეტია უპროფესიო, პოლიტიკას თავს შეფარებული ხალხი - ნუკრი ქანთარია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას შეფასებით, ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სამართლებრივი თვალსაზრისით, შენიშვნები არ აქვს.
როგორც ქანთარიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მაჟორიტარული სისტემა რომ იყოს დამღუპველი, ნახევარ მსოფლიოზე მეტი ამ პრინციპით არ იქნებოდა.
„სამართლებრივი თვალსაზრისით ვენეციის კომისიას არავითარი შენიშვნა არ აქვს. მაჟორიტარული სისტემა რომ იყოს დამღუპველი სისტემა, ნახევარ მსოფლიოზე მეტი ამ პრინციპით არ იქნებოდა. რაც შეეხება იმას, რომ ვერ შედგა კონსენსუსი, როგორც ბატონი ბუკიკიო, ჩვენც უმრავლესობაში ძალიან გულდაწყვეტილი ვართ და ამაში თანაზიარნი ვართ უმრავლესობაც და ბატონი ბუკიკიოც“,- განაცხადა ქანთარიამ.
მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი არაპროფესიონალი პოლიტიკოსია.
„ძალიან დიდი სჯა-ბაასის შემდეგ შედგა კონსენსუსი თვითონ უმრავლესობაში. ჩვენ ძალიან ძვირად გვიღირს ეს შეთანხმება უმრავლესობაში და უმრავლესობას, ბუნებრივია, ვერ ვანაცვალებთ ზოგიერთ პოლიტიკოსს, რომელსაც ოპოზიციონერად მიაჩნია თავი. ძალიან ცოტა გვყავს პროფესიონალი პოლოტიკოსი-გაცილებით მეტია უპროფესიო, პოლიტიკას თავს შეფარებული ხალხი. ძირითადად, ეს არის ნაკრები, რომელიც ითხოვს გაიადვილოს მდგომარეობა როგორმე და იქნება მიაღწიოს რამეს“,- განაცხადა ქანთარიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

კაცმა ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხების განკარგვის გამო აწამა - პროკურატურა
2 მარტი, 2021 , 16:00

დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ბრალდებულ შპს „ორბიტას“ დირექტორს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
2 მარტი, 2021 , 14:55

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა
2 მარტი, 2021 , 11:50

ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
1 მარტი, 2021 , 17:15

გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
1 მარტი, 2021 , 15:55

შსს ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
26 თებერვალი, 2021 , 17:15