უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 დეკემბერი, 2017 11:35
font-size

ძალიან ცუდია ის ფაქტი, რომ გამოკითხული პირების დიდი ნაწილი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან - თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი წუხს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეები უარს აცხადებენ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. მისი შეფასებით, ეს საზოგადოების ცნობიერების პრობლემაზე მიუთითებს.

„ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, ძალიან მძიმე ყველა ჩვენგანისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, მთავარი სამუშაო გამოძიებას აქვს ჩასატარებელი და მიმდინარეობს მუშაობა. ძალიან ცუდია ის ფაქტი, რომ გამოკითხული პირების დიდი ნაწილი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ეს მეტყველებს, რომ არა მხოლოდ კანონის ან სახელმწიფოს პრობლემაა ეს ყველაფერი, არამედ საზოგადოების პრობლემაცაა, მისი ცნობიერების. აუცილებელია თანამშრომლობა გამოძიებასთან იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები“, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

მისი თქმით, საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს გამოძიებას.

გუშინ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ვერაზე მომხდარი კონფლიქტის მონაწილეთა მცირე ნაწილმა.

1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი - 2 დეკემბერს. პოლიციამ შაბათს პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო მეორე მოზარდის დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ანა მებურიშვილი

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

21 იანვარი, 2020 , 16:25

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ც

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა შემუშავდება

21 იანვარი, 2020 , 15:35

სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, მოადგილესთან არჩილ ბუკიას ერთად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს იუკიჰო ეჯირის და სასოფლო

რუსთავში მამა-შვილის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ წყლის გამაცხელებელი გახდა

21 იანვარი, 2020 , 15:15

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით მამა-შვილი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი, წყლის გამაცხელებლიდან საცხოვრებელ სახლში CO-ს გაჟონვა გახდა. გარდაცვლილი მამა-შვილი დილით სახლ

2019 წელს ციხეებში 16 პატიმარი გარდაიცვალა - თეა წულუკიანი

21 იანვარი, 2020 , 13:50

"2019 წელს საქართველოს საპატიმროებში 16 პატიმარი გარდაიცვალა",- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მინისტრმა მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის მოანცემებზე და ციხეებ

ციხეებში არსებული წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება, რამაც პატიმართა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესაძლოა საფრთხის ქვეშ - ნინო ლომჯარია

21 იანვარი, 2020 , 13:50

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გასულ წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, გაირკვა, რომ საქართველოს ციხეებში არაფორმალური მმართველობის შემთხვევები აქტიურად ფიქსირდება. "ან

თბილისს კიდევ 40 ახალი ავტობუსი შეემატა

21 იანვარი, 2020 , 13:20

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, 40 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი წარუდგინა. 8-მეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით 8 მარშრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`