კომენტარი
ძალიან უდროო ინტერვიუსავით გამოვიდა, მე პირდაპირ ვიტყოდი - დავით ჭიჭინაძე
ამან კიდევ უფრო დააზიანა ის შანსები, რაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში, - ასე აფასებს პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერმა არასწორი ტაქტიკა აირჩია, როდესაც ბოლო პერიოდში გახმაურებული სკანდალების გამართლება სცადა.
„ძალიან უდროო ინტერვიუსავით გამოვიდა, მე პირდაპირ ვიტყოდი. ვინც ურჩია, რომ ამითი რაღაცას გარდატეხას შეიტანდნენ არჩევნებში, ალბათ ცოტა სხვა პათოსი უნდა აერჩიათ და არა ის "გამპრავებელი" პათოსი, რომელსაც ჩვენ პირველი ორმოცი წუთის განმავლობაში ვისმენდით. შესაბამისად, მე ვფიქრობ, ამან კიდევ უფრო დააზიანა ის შანსები, რაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში.
მე ჩემს რაიონში შევეცდები, რომ აბსოლუტურად სხვა კანდიდატი იყოს გამარჯვებული, არც ერთი, არც მეორე და არც მესამე. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც უნდა გააგრძელოს პოლიტიკური ცხოვრება, უნდა მოერიდოს ქალბატონი სალომეს მხარდაჭერას იმიტომ, რომ შემდეგ წლებში მათ ისე გაახსენებენ, როგორც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსულ 9 წელს ახსენებენ,“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
საკვანძო სიტყვები:
თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში - მიხეილ სააკაშვილი
23 იანვარი, 2026 , 10:30
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური - ნიკა ჩერქეზიშვილი
22 იანვარი, 2026 , 17:08
ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს - ხატია დეკანოიძე
22 იანვარი, 2026 , 16:51
სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების გამოთხოვა ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით ხდება - სუს-ი
22 იანვარი, 2026 , 16:35
თბილისის უძველესი შენობების იერსახის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა - ზურაბ აბაშიძე
22 იანვარი, 2026 , 14:39
540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო - ირაკლი ფავლენიშვილი
16 იანვარი, 2026 , 13:23


