უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 სექტემბერი, 2020 14:55
font-size

ძალიან ვწუხვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს მთლიანად აერია თავგზა –გიორგი ვაშაძე

„ძალიან ვწუხვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს მთლიანად აერია თავგზა“, – ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს და პოლიტიკურ პარტიებთან კოალიციის შექმნა საჭირო არ გახდება.

ვაშაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მცდარი სტრატეგია აირჩია და საერთო ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელის ფუნქციას ასრულებს.

„ეს არის ცრუ დილემა, რომელიც გუშინ მიხეილ სააკაშვილმა წამოაყენა. ძალიან ვწუხვარ, რომ მიშას მთიანად აერია თავგზა. პირდაპირ ვამბობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, მოიპოვოს მეტი მანდატი უბრალოდ იმით, რომ დაასუსტოს სხვა ოპოზიციური ძალები, არის უსუსტესი მცდელობა და ეს არ გაუვა იმიტომ, რომ საქართველო არჩევანს წარსულსა და მომავალს შორის აკეთებს. სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობის“ აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არიან ადამიანები, რომლებიც ებღაუჭებიან წარსულს და ამოცანა აქვთ, რომ წარსულის დიდებით მეტი მანდატი აიღონ და შეინარჩუნონ მთავარი ოპოზიციური ძალის ფუნქცია საქართველოში.

ჩვენი ამოცანა რადიკალურად განსხვავებულია, ჩვენი მიზანია დავამარცხოთ „დამსხვრეული ოცნებების“, ივანიშვილის პარტია, შევქმნათ კოალიციური მმართველობა და დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი. ამაშია განსხვავება ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის. ძალიან ვწუხვარ, რომ მათ ასეთი მცდარი სტრატეგია აირჩიეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ისინი ასრულებენ საერთო ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელის ფუნქციას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სიბრიყვის ჯეკპოტი მოხსნა კობახიძემ - გიგი უგულავა

29 ოქტომბერი, 2020 , 17:10

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და ნაცმოძრაო

კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი - გიორგი ვაშაძე

29 ოქტომბერი, 2020 , 17:10

კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიციური პ

ქართული ოცნება აზროვნებს და მოქმედებს ანტისახელმწიფოებრივად - ბადრი ჯაფარიძე

28 ოქტომბერი, 2020 , 18:07

“ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება კობახიძის მხრიდან”- ასე შეაფასა “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის გ

წაგების მოლოდინში `ოცნება` ყოველდღიურად კარგავს სახეს -სალომე სამადაშვილი კობახიძის ბრალდებებზე

28 ოქტომბერი, 2020 , 17:10

"ნაცინალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი, “ქართული ოცნების “ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმიანება, რომელშიაც კობახიძე ამბობს, რომ "რადიკალური ოპოზიცია" შეიარაღებული ამბოხები

`სადაც მინდა იქ წავალ... იმიტომ, რომ შს მინისტრი ვარ` - გომელაური ბათუმში ჩავიდა

28 ოქტომბერი, 2020 , 15:55

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმშია, თუმცა უცნობია მისი აჭარაში ვიზიტის მიზეზი. მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უკავშირდება მისი იქ ჩასვლა, ვახტანგ გომელაური პასუხობს, რომ მას "აჩოტებს" არ ჩააბარებს. 

აუდიტი გვიჩივის, გირჩი TV-ზე გირჩის პოლიტიკური რეკლამა უფასოდ გადისო – ზურაბ ჯაფარიძე

28 ოქტომბერი, 2020 , 15:55

"გირჩის" ლიდერისა და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, აუდიტის სამსახურმა არჩევნებამდე სამი დღით ადრე პარტიას სასამართლოში უჩივლა. "3 დღეა არჩევნებამდე დარჩენილი და სასამა