უკან

პოლიტიკა

24 აგვისტო, 2016 14:00
font-size

ძალიან ვწუხვარ იმ განცხადების გამო, რომელიც გუშინ თავდაცვის მინისტრმა გააკეთა - თინა ხიდაშელი

დავით უსუფაშვილი- რესპუბლიკელების ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი თინა ხიდაშელი ძალიან წუხს იმ განცხადების გამო, რომელიც გუშინ თავდაცვის მინისტრმა გონიოში ზღვაში დაკარგული სამხედრობის საკითხის კომენტირებისას გააკეთა.

ამის შესახებ ხიდაშელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალიან სამწუხაროა ის განცხადება, რაც გუშინ მოვისმინე მოქმედი მინისტრისგან. მან თქვა, რომ მასობრივ დანაშაულთან გვქონდა საქმე. ეს არის წარმოუდგენელი განცხადება თავდაცვის მინისტრის მხრიდან, როცა საქმე სამხედროებს შეეხება. სწორედ ასეთი ტიპის განცხადებები ვნებს, პირველ რიგში, ჯარს, მის რეპუტაციას და სახელს. ან უნდა იყოს გამოვლენილი სისხლის სამართლის დანაშაული და მაშინ უნდა გამოვიდეს თავდაცვის მინისტრი და გვითხრას, რა დანაშაული იყო ჩადენილი, ვის მიერ და ვინ არის დასჯილი, ან არ იცის არაფერი ამაზე და შესაბამისად, ასეთი განცხადებები არ უნდა აკეთოს. არ შეიძლება, ეს ანა-ბანაა. ადამიანი, რომელიც თავდაცვის უწყების სათავეში დგას, საკუთარ სამხედროებზე ამბობდეს, რომ მასობრივი დანაშაული ჩაიდინეს ისე, რომ ამის არავითარი მტკიცებულება და დოკუმენტაცია არ წარმოადგინოს, არ შეიძლება. აქ ძალიან კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება შეიარაღებული ძალების მიმართ. ამიტომ მე ძალიან ვწუხვარ იმ განცხადების გამო, რომელიც გუშინ თავდაცვის მინისტრმა გააკეთა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კითხვაზე, დამატებით რისი გაკეთება შეეძლო თავდაცვის სამინისტროს, თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მას ძალიან უჭირს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, იქედან გამომდინარე, რომ აქვს ის ინფორმაცია, რაც მედიაში ვრცელდება.

„როდესაც ადამიანი ამდენი ხანი სისტემაში მუშაობდა, არ არის რთული მიხვდე, რეალურად, რა ვითარება იყო და რეალურად, რა შეიძლება რომ გაკეთებულიყო. რამდენიმე კვირის წინ ვთქვი და ჩემი განცხადების ერთგული ვრჩები, რომ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით შევეცდები მაქსიმალურად, თუ რაიმე კატასტროფა არ მოხდა, არანაირი კომენტარი არ გავაკეთო. ყველაზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი ჩემთვის არის შეიარაღებული ძალების რეპუტაცია და მათი სახელი. თქვენ ჟურნალისტები ხართ და წესით არ უნდა გაგიჭირდეთ, ცოტა უფრო მეტად მოინდომოთ იმის გარკვევა, იყო თუ არა რაიმე დამატებითი, რისი გაკეთებაც შეეძლო თავდაცვის სამინისტროს და არ გააკეთა სხვა უწყებებთან თანამშრომლობით“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, რაც გონიოში მოხდა, არის ძალიან დიდი ტრაგედია და თინა ხიდაშელს არ მიაჩნია, რომ ეს თემა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ან ნებისმიერმა პოლიტიკოსმა რაიმე პოლიტიკური დაპირისპირებისთვის უნდა გამოიყენოს.

ხიდაშელის თქმით, ეს არ იქნება სწორი და ღირსეული საქციელი არავის მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, გონიოში დაკარგული ორი ჯარისკაცის საქმის გამოძიებაში იკვეთება გარემოებები, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები.

როგორც იზორიამ გუშინ აღნიშნა, ის გამორიცხავს, რომ აქ ერთი კონკრეტული პიროვნების ბრალეულობა იყოს, არამედ საქმე უფრო ფართო წრის ბრალეულობას ეხება.

მონიკა დავლიანიძე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი