უახლესი ამბები
- 03.03.2021 21:26ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 21:18„ნოვავაქსთან` მიღწეულია შეთანხმება მილიონ დოზაზე - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 17:25დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
- 03.03.2021 17:25პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას – ლევან ალაფიშვილი
- 03.03.2021 17:25დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება - ნანა გეგეჭკორი
- 03.03.2021 17:00ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გიგი უგულავა
- 03.03.2021 17:00გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
- 03.03.2021 16:33გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია - თინა ბოკუჩავა
- 03.03.2021 16:00საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია - ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე - დავით ზალკალიანი
- 03.03.2021 16:00დიალოგი მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ნიკა მელია იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან - დავით ჭიჭინაძე
არქივი
საზოგადოება


ძალოვანი სტრუქტურების მიერ შემოთავაზებული ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობების დამტკიცების შემთხვევაში, ნარკოპოლიტიკის რეფორმა დაკარგავს მნიშვნელობას - ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა
ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის განხილვა გადამწყვეტ ფაზაში შედის. აღნიშნულთან დაკავშირებით ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მოცემულია პლატფორმის წევრი ყველა ორგანიზაციის პოზიცია.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კანონპროექტის ავტორები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, სამუშაო შეხდევრების შედეგად, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდნენ.
,,ამჟამად ყველაზე კრიტიკულ შეუთანხმებელ საკითხად რჩება საქართველოში ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობების დადგენა. მცირე ოდენობების ადეკვატურ და სამართლიან განსაზღვრას პრინციპული მნიშვნელობა აქვს ნარკოპოლიტიკის რეფორმის განხორციელებისათვის - ეს ის ოდენობებია, რომლის ფლობის შემთხვევაში, პირს არ დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუ მას არ უდასტურდება ნარკოტიკის გასაღება.
ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მცირე ოდენობად განსაზღვრულია ნარკოტიკების მომხმარებლის ერთი დღის სამყოფი ოდენობა. საქართველოსთვის ადექვატური დღიური ოდენობები ყოველი კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებისთვის დადგინდა ექსპერტების, წამყვანი ნარკოლოგების, მომხმარებელთა თემის წარმომადგენლების ერთობლივი მსჯელობის შედეგად. ჩვენთვის არ არის ცნობილი არცერთი სხვა ქვეყანა, სადაც სისხლის სამართლის დევნის დაწყების ზღვრული ოდენობები უფრო დაბალია, ვიდრე კანონპროექტის ავტორთა მიერ შემოთავაზებული ოდენობები. მეორეს მხრივ, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაა, რომ ამ ნივთიერებების მცირე ოდენობად განისაზღვროს ნივთიერების უმცირესი ოდენობა (უმეტეს შემთხვევაში 5 მილიგრამი). აღსანიშნავია, რომ ამ პოზიციის დამაჯერებელი დასაბუთება კანონპროექტის ავტორებს ოპონენტებისაგან არ მოუსმენიათ.
ვთვლით, რომ ძალოვანი სტრუქტურების მიერ შემოთავაზებული მცირე ოდენობების დამტკიცების შემთხვევაში, ნარკოპოლიტიკის რეფორმა დაკარგავს თავის მნიშვნელობას და შინაარსს. ვერ იქნება მიღწეული რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანები ციხის ნაცვლად მიმართულ იქნან სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროგრამებში. ძალოვანი სტრუქტურების მიერ შემოთავაზებული ცვლილებები უზრუნველყოფს მხოლოდ იმას, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება მხოლოდ იმ პირებს, ვინც ფლობს გამოყენებულ შპრიცს. დანარჩენ შემთხვევაში კი ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანი კვლავ იქნება კრიმინალიზაციის სუბიექტი. შენარჩუნდება დღეს არსებული არაჰუმანური და რეპრესიული მიდგომა - “ვიჭერთ და ვუშვებთ ციხეში ყველას, ვისაც რაიმე შეხება აქვს ნარკოტიკთან, და მათგან ვიღაცა მაინც აღმოჩნდება ნარკორეალიზატორი”, - ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:

ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს - თენგიზ ცერცვაძე
3 მარტი, 2021 , 21:26

„ნოვავაქსთან` მიღწეულია შეთანხმება მილიონ დოზაზე - თენგიზ ცერცვაძე
3 მარტი, 2021 , 21:18

დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება - ნანა გეგეჭკორი
3 მარტი, 2021 , 17:25

გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
3 მარტი, 2021 , 17:00
საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია - ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე - დავით ზალკალიანი
3 მარტი, 2021 , 16:00
„სად არის ვაქცინა“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქცია-პერფორმანსი გაიმართა
3 მარტი, 2021 , 15:12