უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
რეგიონები
ძალოვანმა უწყებებმა ლოპოტას ხეობაში ქვედანაყოფები ისევ შეიყვანეს 29.08.2012 19:12

საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა საქართველო - დაღესტნის საზღვართან, ლოპოტას ხეობაში ქვედანაყოფები ისევ შეიყვანეს, _ იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

მისივე ცნობით, სოფელ ლაფანყურში ჯარისკაცებით სავსე რვა სატვირთო მანქანა და პოლიციის ოცზე მეტი „პიკაპი“ დგას.

ხეობაში დამატებით ორი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც შევიდა, მათ შორის ერთი კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა რამდენიმე საათის წინ თელავში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო – დაღესტნის საზღვართან, ლოპოტას ხეობაში, შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი დაიღუპა, 5 დაიჭრა. რაც შეეხება დივერსანტთა ჯგუფს, შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრია ლიკვიდირებული. ამჟამად ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი და მათი დაკავების ღონისძიება მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია სპეცოპერაციას დაღამებისთანავე განაახლებს.