უკან

საზოგადოება

22 მაისი, 2018 13:50
font-size

ძიუდოისტებმა პროტესტის ნიშნად ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს კაბინეტის კარი აუჭედეს

ძიუდოისტთა ნაწილის პროტესტი გრძელდება. სპორტსმენებმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის კაბინეტიდან სკამი გამოიტანეს და სანაგვე ურნაში გადააგდეს. ამის შემდეგ ძიუდოისტებმა ქევხიშვილს კაბინეტის კარი აუჭედეს.

სპორტსმენები დილიდან ძიუდოს ფედერაციის შენობასთან შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს დავით ქევხიშვილი.

„პროტესტი გრძელდება და უპირობოა ჩვენი მოთხოვნა, უნდა გადადგეს დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან. 20 დღეა, ჩვენ უკვე აღარ ვვარჯიშობთ, ყურადღება ჩვენ მიმართ არის ნაკლები იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემის მოგვარება. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანსაღ პროტესტს, როგორც ჩვენ ვერ ვახერხებთ ვარჯიშს, ჩვენც შევეცდებით, ფედერაციის პრეზიდენტს არ მივცეთ მუშაობის საშუალება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიჩაგრებით ამ შემთხვევაში“, -განაცხადა ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

გარდა ამისა, სპორტსმენებმა უნდობლობა გამოუცხადეს თითქმის 2 კვირის წინ შექმნილ კომისიას, რომელიც აერთიანებს კულტურის სამინისტროს, სპორტის საპარლამენტო კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრებს. სპეციალურ კომისიას ევალება ძიუდოს ფედერაციაში შექმნილი ვითარების შესწავლა.

დაძაბულობა ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებულმა შედეგებმა გამოიწვიეს, როცა ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ. ამის შემდეგ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სრული შემადგენლობა გადადგა.

დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციაში პიკს აღწევს. დღეს სპორტსმენებმა ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის სკამი კაბინეტიდან გამოიტანეს და სანაგვე ურნაში გადააგდეს, შემდეგ მისი კაბინეტის კარი აჭედეს.

ძიუდოისტების პროტესტი დღეს დილიდან, ფედერაციის შენობასთან განახლდა, სადაც ისინი უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ და დავით ქევხიშვილის გადადგომა მოითხოვეს.

10 დღის წინ შექმნილ კომისიას, რომელსაც ფედერაციაში არსებული პრობლემები უნდა შეესწავლა, ძიუდოისტები უნდობლობას უცხადებენ და აცხადებენ, რომ შეხვედრას აზრი არ აქვს.

„პროტესტი გრძელდება და უპირობოა ჩვენი მოთხოვნა, უნდა გადადგეს დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან. 20 დღეა, ჩვენ უკვე აღარ ვვარჯიშობთ, ყურადღება ჩვენ მიმართ არის ნაკლები იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემის მოგვარება, ჩვენ ვაგრძელებთ ჯანსაღ პროტესტს,როგორც ჩვენ ვერ ვახერხებთ ვარჯიშს, ჩვენც შევეცდებითმ ფედერაციის პრეზიდენტს არ მივცეთ მუშაობის საშუალება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიჩაგრებვიტ ამ შემთხვევაში“- განაცხადა ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა.

სინოპტიკოსები 27 იანვარს უნალექო ამინდს პროგნოზირებენ

27 იანვარი, 2020 , 08:55

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. თბილისში ჰაერი

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

27 იანვარი, 2020 , 07:04

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 27 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ისნის რაიონი – 05:00 საათიდან 07:

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

27 იანვარი, 2020 , 06:54

ჩრდილოეთ ოსეთში, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 01:01 საათზე, საქართველოს საზღვრიდან ცხრა კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

27 იანვარი, 2020 , 06:54

ჩრდილოეთ ოსეთში, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 01:01 საათზე, საქართველოს საზღვრიდან ცხრა კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის

დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს აეროპორტში შეამოწმებენ

25 იანვარი, 2020 , 17:45

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს ტემპერატურას შეუმოწმებენ. ამირან გამყრელიძის ინფორმაცი

გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

25 იანვარი, 2020 , 16:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს. როგორც გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`