უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 მაისი, 2018 11:40
font-size

ძიუდოს ფედერაციის დღევანდელი ყრილობა უნდა გადაიდოს - შოთა ხაბარელი

სპორტის საპარლამენტო კომიტეტის წევრის, შოთა ხაბარელის აზრით, დღეისთვის დაგეგმილი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა უნდა გადაიდოს. ამის შესახებ დეპუტატმა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, ლერი ხაბელოვთან და პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ვფიქრობ, ძიუდოს ფედერაციის დღევანდელი ყრილობა უნდა გადაიდოს იქიდან გამომდინარე, რომ არის ისეთი დეტალები, რასაც შესწავლა სჭირდება. დღეს ყრილობის ჩატარება არაფრის მომცემი იქნება“, – აღნიშნა ხაბარელმა.

ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა დღეს სასტუმრო „ბილტმორში“ 12:00 საათზეა დანიშნული.

ძიუდოს ნაკრების წევრები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავიტ ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. ამ მოთხოვნით სპორტსმენებმა ორშაბათს აქცია გამართეს.

უკმაყოფილება ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებულმა შედეგებმა გამოიწვიეს, როცა ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ. ამის შემდეგ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სრული შემადგენლობა გადადგა.

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:47

ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია არასაბანკო სექტორთან და ეცნობა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას, ასევე, სხვა მიმდინარე საკითხებს. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მორიგი ასეთი შეხვედრა მიკრ

მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს 55 წელი შეუსრულდა, 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო - დავით ჭიჭინაძე

24 სექტემბერი, 2020 , 17:25

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მეხანძრე - მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო, რადგან ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2897 ლარი გახდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:10

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2897 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2641 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. შეხვედრაზე გაიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ელექტრონული პორტალი www.student.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფას

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეები, ხოლო გორსა და ფოთში ყველა კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში ბრუნდებიან - მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, ხოლო VII-XII კლასებისთვის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.