უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 მაისი, 2018 13:50
font-size

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გადააყენა წარმატებული მწვრთნელები და თავისი მეგობრები მოიყვანა - შოთა ხაბარელი დავით ქევხიშვილის გადადგომას ემხრობა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შოთა ხაბარელის თქმით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს.

ხაბარელმა ქევხიშვილის საკადრო პოლიტიკა გააკრიტიკა.

„იყვნენ წარმატებული მწვრთნელები და ისინი გადააყენეს და შემდეგ მოვიდნენ ამ სფეროში, როგორც მწვრთნელები, არაკომპეტენტური პირები და შედეგიც დადგა ეს. ბიჭები ამას აპროტესტებენ. წარმატებული მწვრთნელების გადაყენებამ ეს შედეგი მოიტანა. აქედან გამომდინარე, მისი ბრალეულობა გამოიკვეთა და მეც ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო იმით, რომ მან გადააყენა წარმატებული მწვრთნელები და თავისი მეგობრები მოიყვანა. ეს არის ყველაზე მტკივნეული და ცუდი“, - განაცხადა ხაბარელმა.

მან აღნიშნა, რომ „როდესაც ხდება ასეთი კაზუსი, წარმატებული მწვრთნელების გადაყენება და მისი შემოქმედი არის პრეზიდენტი, ის უნდა გადადგეს“.

ძიუდოისტთა ნაწილის პროტესტი გრძელდება. სპორტსმენებმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის კაბინეტიდან სკამი გამოიტანეს და სანაგვე ურნაში გადააგდეს. ამის შემდეგ ძიუდოისტებმა ქევხიშვილს კაბინეტის კარი აუჭედეს.

სპორტსმენები დილიდან ძიუდოს ფედერაციის შენობასთან შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს დავით ქევხიშვილი.

გარდა ამისა, სპორტსმენებმა უნდობლობა გამოუცხადეს თითქმის 2 კვირის წინ შექმნილ კომისიას, რომელიც აერთიანებს კულტურის სამინისტროს, სპორტის საპარლამენტო კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრებს. სპეციალურ კომისიას ევალება ძიუდოს ფედერაციაში შექმნილი ვითარების შესწავლა.

დაძაბულობა ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებულმა შედეგებმა გამოიწვიეს, როცა ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ. ამის შემდეგ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სრული შემადგენლობა გადადგა.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

კახა კალაძე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში გამრეკელის ქუჩაზე მიმდინარე პროექტს გაეცნო

12 აპრილი, 2024 , 13:56

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მიმდინარეობს არსებული ავარიული 4-სართულიანი შენობის სრული დემონტაჟი, რომელსაც დღეს დედაქალაქის მ

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

12 აპრილი, 2024 , 12:01

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე ჩააბარეს.  როგორც ჟურნალისტებთან ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ

საქართველოს ბანკის Mastercard ბიზნეს ბარათის მფლობელები ტექნოლოგიური ბრენდების სერვისებზე სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ

11 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკმა და Mastercard-მა ბიზნესებისთვის სპეციალური შეთავაზებები შექმნა. ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო გადახდების კომპანიასთან ერთად, ბიზნეს საქმიანობის უკეთ წარმართვისა და პროცესების ოპტიმიზაციისთვის საჭი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი