უახლესი ამბები
- 19.02.2019 17:45ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ცხედარს სამშობლოში ერთ კვირაში ჩამოასვენებენ
- 19.02.2019 17:32ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დაამყაროს სრული კონტროლი საფინანსო ინსტიტუტებზე - სალომე სამადაშვილი
- 19.02.2019 17:15ოპოზიციას მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით კითხვები და შენიშვნები არ აქვს - ბექა დავითულიანი
- 19.02.2019 17:15ოპოზიციამ თავის თავს ვერ აჯობა და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერ მოიწონა - რევაზ სოხაძე
- 19.02.2019 17:12ჩემს ოჯახზე პატიოსანს ბევრს ვერ იპოვით, ვერც პოლიტიკოსებს შორის და ვერც მათ მიღმა - თამარ ჩუგოშვილი
- 19.02.2019 16:40„ახალგაზრდა ადვოკატები“ „მეტალინვესტის“ საქმიდან მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილის აცილებაზე სასამართლოს მიმართავს
- 19.02.2019 16:40ფონიჭალის მოსახლეობა კიდევ ერთი თანამედროვე სკვერით ისარგებლებს
- 19.02.2019 16:40პროექტ „ჩვენი ჯარის“ მესამე ეტაპი დაიწყო
- 19.02.2019 16:35ირაკლი ჩიქოვანი შს მინისტრად ინიშნება?
- 19.02.2019 16:25მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზადყოფნას გამოთქვამენ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდონ
არქივი
საზოგადოება


ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ქევხიშვილის განმარტებით, მან ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რათა „თავის საქმის ღირსეულ კეთებაზე“ ორიენტირებულმა ძიუდოისტებმა მშვიდ ვითარებაში იმუშაონ.
„ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელს, კლუბების წარმომადგენელს, ძიუდოს გულშემატკივარს, ნამდვილ ძიუდოისტს,
კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ. რა თქმა უნდა აქამდეც შემოძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები, ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს იტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია სიმართლის დაცვა და შესაბამისად, სამართლებრივი ინსტიტუტების დღეს, როგორც არასდროს, არა მხოლოდ სპორტის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.
მე ვტოვებ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რამეთუ ყველა იმ ძიუდოისტს, რომელიც ორიენტირებულია თავის საქმის ღირსეულად კეთებაზე, მიეცეს მშვიდ ვითარებაში ამ საქმის კეთების საშუალება და არ გახდნენ პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ადგილი.
დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევისა და შრომის ფასად შევქმენით, ძალიან მალე კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოსა და ჩვენს ქვეყანას“, - დაწერა ქევხიშვილმა.
თითქმის ერთი თვეა, ძიუდოისტთა ნაწილი დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვდა, ამის მიზეზად კი ასახელებდნენ ქართულ ძიუდოში შექმნილ ვითარებას. პროტესტის ნიშნად სპორტსმენებმა ვარჯიშზე უარი თქვეს.
დაძაბულობა ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებულმა შედეგებმა გამოიწვიეს, როცა ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ. ამის შემდეგ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სრული შემადგენლობა გადადგა.

ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ცხედარს სამშობლოში ერთ კვირაში ჩამოასვენებენ
19 თებერვალი, 2019 , 17:45

ოპოზიციას მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით კითხვები და შენიშვნები არ აქვს - ბექა დავითულიანი
19 თებერვალი, 2019 , 17:15

ოპოზიციამ თავის თავს ვერ აჯობა და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერ მოიწონა - რევაზ სოხაძე
19 თებერვალი, 2019 , 17:15

ჩემს ოჯახზე პატიოსანს ბევრს ვერ იპოვით, ვერც პოლიტიკოსებს შორის და ვერც მათ მიღმა - თამარ ჩუგოშვილი
19 თებერვალი, 2019 , 17:12

ფონიჭალის მოსახლეობა კიდევ ერთი თანამედროვე სკვერით ისარგებლებს
19 თებერვალი, 2019 , 16:40

პროექტ „ჩვენი ჯარის“ მესამე ეტაპი დაიწყო
19 თებერვალი, 2019 , 16:40