უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 მაისი, 2018 14:45
font-size

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირებულმა ძიუდოისტებმა პროტესტის ნიშნად რიგგარეშე ყრილობა დატოვეს

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან დავით ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა ძიუდოისტებმა პროტესტის ნიშნად სასტუმრო „ბიტლმორში“ მიმდინარე რიგგარეშე ყრილობა დატოვეს.

წამოსვლის შემდეგ ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა განმარტა, რომ სპორტსმენებმა ქევხიშვილს ყველა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებული შეკითხვები დაუსვეს, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.

„ჩვენი მოთხოვნებით შევედით და დავაფიქსირეთ პოზიცია. მოვითხოვეთ, მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება და არ გაწირონ ქართული ძიუდო. მათ პასუხები არ გაგვცეს კითხვებზე და გვითხრეს, რომ ჯერ ყრილობა უნდა ჩატარებულიყო, ამის გამო დავტოვეთ ყრილობის სხდომა. ჩვენ ველოდებით დავით ქევხიშვილის ვაჟკაცურ და გონივრულ გადაწყვეტილებას და გავუწოდებთ მეგობრობის ხელს, თუ ის დატოვებს თანამდებობას”, - თქვა ლიპარტელიანმა.

ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ ნაკრების წევრებს „გარეშე ძალები“ არ მართავენ, ხოლო მათ პროტესტს იწვევს ის ფაქტი, რომ ფედერაციას „ერთი საძმაკაცო“ ხელმძღვანელობს.

სპორტსმენმა განაცხადა, რომ ძიუდოისტთა სამოქმედო გეგმას ჟურნალისტები უახლოეს მომავალში გაეცნობიან.

სასტუმრო „ბიტლმორში“ რიგგარეშე ყრილობა ერთ საათზე მეტხანს მიმდინარეობს. პრობლემური აღმოჩნდა ქევხიშვილის მოწინააღმდეგე ძიუდოისტთა შეშვება დარბაზში. მცირე დაძაბულობის შემდეგ პრეზიდენტთან დაპირისპირებული ყველა სპორტსმენი შეუშვეს შიგნით.

შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით ძიუდოისტებმა ორშაბათს აქცია გამართეს.

უკმაყოფილება ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებულმა შედეგებმა გამოიწვიეს, როცა ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ. ამის შემდეგ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სრული შემადგენლობა გადადგა.

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა

28 ნოემბერი, 2020 , 17:47

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მ

ქართული ოცნების რეპრესიული მანქანა კვლავინდებურად აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეების დევნას და დაპატიმრებას - “ლელო საქართველოსთვის“

28 ნოემბერი, 2020 , 17:15

„ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭო სრულ სოლიდარობას უცხადებს სამოქალაქო აქტივისტებს ნათია ლეთოდიანს და შუშანა მაცაბერიძეს, რომლებიც დღეს, 28 ნოემბერს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მსვლელობისას დააკავეს, ს

პარლამენტთან და საგარეოსთან ნამგალი და ურო დახატეს - დაკავებულია ორი პირი

28 ნოემბერი, 2020 , 16:25

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერთან ხატია დეკანოიძესთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ საგარეო საქმეთა

რაზე ესაუბრა ზურაბ აბაშიძე კარასინს

28 ნოემბერი, 2020 , 16:25

პრაღის ფორმატი, სადაც მიმდინარეობს არაფორმალური დიალოგი რუსეთის მხარესთან, შექმნილია უმთავრესად პრაქტიკული საკითხების - სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირების, გარკვეული ჰუმანიტარული თემების განსახილვ

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა

28 ნოემბერი, 2020 , 14:25

ჯანდაცვის სამინიტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანლი, ავთანდილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. უწყების პრესამსახური ინფორმაციას ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, თალაკვაძემ პოსტი

პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნით სარგებლობისა და ამანათების მიღების უფლება შეჩერდა

28 ნოემბერი, 2020 , 14:25

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა პენიტენციურ სისტემაშიც, - ამის შესახებ ინფორმა