უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 მაისი, 2018 14:45
font-size

ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე მცირე დაძაბულობის შემდეგ ძიუდოისტები შეუშვეს

ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე სიტუაცია დაიძაბა. ძიუდოისტები, რომლებიც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას ემხრობიან, მოითხოვეს სრული შემადგენლობით შეხვედრაზე შესვლა.

თავდაპირველად ყრილობის ორგანიზატორებმა შეუშვეს სპორტსმენთა 8-კაციანი ჯგუფი, შემდგომ კი ყველა შევიდა.

ყრილობას ძიუდოისტები ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი და მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი ესწრებიან.

ყრილობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო დარბაზთან მობილიზებულია კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომლები.

„სასტუმრო ბიტლმორში“ მიმდინარე ყრილობაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულია 2 საკითხის განხილვა - ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესების განხილვა.

დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით ძიუდოისტებმა ორშაბათს აქცია გამართეს.

უკმაყოფილება ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებულმა შედეგებმა გამოიწვიეს, როცა ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ. ამის შემდეგ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სრული შემადგენლობა გადადგა.

არც პრინციპებს ვიცვლი და არც პირობებს - ეკა ბესელია

16 ნოემბერი, 2019 , 16:10

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ფეისბუქ მეგობრებიდან შლის იმ ადამიანებს, ვინც ვერ გაიგო, რომ ის ხალხთან დგას დ

კუნძულ კვიპროსზე ნაეკლესიარი აღმოაჩინეს, რომელიც ქართველი ბერების მოღვაწეობას უკავშირდება

16 ნოემბერი, 2019 , 14:41

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სტუდენტების მონაწილეობით, კუნძულ კვიპროსზე, სოფელ სოფტადესში ნაეკლესიარი აღმოაჩინა, რომელიც ქართველი ბერების კუნძულ კვიპროსზე მოღვა

მთავრობამ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურის გამარტივების მიზნით, პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა

16 ნოემბერი, 2019 , 14:10

საქართველოს მთავრობამ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურის გამარტივების მიზნით, პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა. ცვლილებები „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებ

„გრცხვენოდეთ”, “მონებო“ - აქციის მონაწილეებმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ქართული ოცნების“ ოფისიდან შეძახილებით გააცილეს

16 ნოემბერი, 2019 , 13:36

„ქართული ოცნების“ ოფისთან ხმაური და დაპირისპირება გრძელდება. სხდომის დასრულების შემდეგ შენობიდან გამოსულ დეპუტატებს აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ. შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული

“ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

16 ნოემბერი, 2019 , 13:29

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობდა, ხმაური და დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისის ორივე შესასვლელთან იყვნენ განლ

შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება, ლიმიტი დამთავრდა -გიორგი გახარია

16 ნოემბერი, 2019 , 13:20

უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება იქნება ყველას გამოწვევა; ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსური სტაბილურობა და გამართული ფისკალური პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ