უკან
საზოგადოება
17 ოქტომბერი, 2017 10:30
ძლიერმა ქარმა ბათუმში რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დააზიანა
ძლიერმა ქარმა ბათუმში, რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას სახურავი გადახადა.
მოგლეჯილია სახურავის ნაწილი, რომელიც ქუჩაში გადავარდა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ერთი ავტომანქანა.
დაზიანებულია ასევე შენობის ფასადი და ფანჯრები. დაზიანებული სახურავის გამო, ერთ-ერთ დერეფანში მცირე ნაწილზე კი წყალი ჩამოვიდა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მერაბ ხალვაშის თქმით, ამჟამად მნიშვნელოვანია აუდიტორიების და წიგნადი ფონდის დაცვა.
„5-სართულიანი კორპუსის სახურავის მეოთხედი საერთოდ დაზიანებულია. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ როგორმე დავიცვათ აუდიტორიები და რაც მთავარია, ის წიგნადი ფონდი, რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ზედა ნაწილში“,-აღნიშნა რექტორმა.
მონიკა დავლიანიძე