უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 აპრილი, 2017 12:25
font-size

ძლიერმა ქარმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონები მნიშვნელოვნად დააზარალა

ძლიერმა ქარმა რეგიონების მასშტაბით სახლებს სახურავები ახადა, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებეულია ელექტროსადენები, რის გამო რიგ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია.

გურიაში სოფლები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, 150-მდე სახლს დაზიანებული აქვს სახურავი, წაქცეული ხეების შედეგად დაზიანებულია ავტომობილები, წაქცეულია ხეები.

გურიაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა, ერთი მამაკაცი საკუთარი სახლის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ერთი ადამიანი დაშავებულია. იგი საადამყოფოში მრავლობითი მოტეხილობით მოათავსეს. მამაკაცი იმ დროს დაშავდა, როდესაც ავტომობილით გადაადგილდებოდა და მას ხე დაეცა.

„20 წუთის განმავლობაში მოვიდა ისეთი გრიგალი, რომ ამოთხარა მთლიანად 100 წლოვანი ნაძვები ფესვიანად, სახურავები გადახადა“,- განაცხადა მედიასთან საუაბრში ადგილობრივმა მცხოვრებმა ციცო მარდალეიშვილმა.

ძლიერმა ქარმა ასევე, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აჭარასაც. ხელვაჩაურში, სტიქიამ შანიძეების 4- სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაანგრია.

ასევე რთულია ვითარებაა სამეგრელოში, სადაც ძლიერი ქარის შედეგად სოფელ ინგირში წაქცეულმა ხეებმა ელექტროსადენები დააზიანა, რის გამო ზუგდიდის ნაწილსა და 20-ზე მეტ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი