უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

24 მაისი, 2018 15:15
font-size

ძლიერმა რეგიონალურმა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებმა საქართველო ახალი სავაჭრო - საინვესტიციო შესაძლებლობების წინაშე დააყენა - დიმიტრი ქუმსიშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე "პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი".

კონფერენციის მეორე ნაწილი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს მიეძღვნა, რომლის დროსაც განხილული იყო საქართველოს, როგორც სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქვეყნის შესაძლებლობები რეგიონალური ეკონომიკური თანაშრომლობის განვითარებისთვის. ასევე გამახვილებული იყო ყურადღება საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე აშშ-სა და ევროკავშირთან.

თავის გამოსვლაში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მისი თქმით, საქართველოში განხორციელებულმა ბიზნესისადმი მეგობრულმა პოლიტიკამ, ძლიერმა რეგიონალურმა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებმა და გეოპოლიტიკურმა ლოკაციამ, ქვეყანა ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების წინაშე დააყენა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა არა მხოლოდ საქართველოს საუკეთესო გეოგრაფიულ მდებარეობაზე, რომელიც ერთერთი უმოკლესი და ხელსაყრელი გზაა ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო ტვირთების გადასატანად, არამედ ბიზნეს - მეგობრულ საგადასახადო რეჟიმზე, მსოფლიოს უდიდეს ბაზრებთან (ევროკავშირი, ჩინეთი, დსთ და სხვ) არსებულ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებზე, სატრანზიტო - ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე და სხვა მოცემულობებზე, რაც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით რეგიონალური ჰაბის ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების საკითხს. მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას, გარდა ამისა, ის დადებით სტიმულს მისცემდა ამერიკულ კაპიტალს, რათა მათ ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში განეხორციელებინათ გამომდინარე იმ შესაძლებლობებიდან, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს. მისი თქმით, ეს გახდებოდა მკაფიო სიგნალი რეგიონში აშშ-ის ეკონომიკური ინტერესების გაზრდის, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერის მიმართულებით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, რომელთა მიზანიც ქვეყნის ინკლუზიური განვითარებაა. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკურ შესაძლებლობებზე და იმ მარშრუტებზე, რომელთაც შეუძლია საქართველოზე გამავალ ტრანსკასპიურ სატრანზიტო კორიდორში ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი გაზრდა.

მოხსენების შემდეგ, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კონფერენციის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა.

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აუცილებელია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვნად ასათვისებლად - მამუკა ბახტაძე

18 ივნისი, 2018 , 16:15

საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის სრულფასოვნად გამოყენებისთვის აუცილებლად სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამ

დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებული გვაქვს 200 მლნ ლარი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია - ცოტნე ყავლაშვილი

16 ივნისი, 2018 , 15:15

დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებული გვაქვს 200 მლნ ლარი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 6 თვის მდგომარეობთ ჩვენ გავალთ შარშანდელ წლიურ მაჩვენებელზე, რაც მნიშვნელოვანი პოზიტ

საბროკერო კომპანიებისთვის ეროვნულმა ბანკმა დამატებითი რეგულაციები დააწესა

16 ივნისი, 2018 , 14:35

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიებისთვის ეროვნულმა ბანკმა დამატებითი რეგულაციები შემოიღო. შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა. როგორც ბ

ძიანგსის პროვინცია საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ხდება - დავით საგანელიძე

16 ივნისი, 2018 , 13:15

საჰაერო მიმოსვლა, ტექსტილის ბიზნესი და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა. ეს არის ერთობლივი პროექტები, რომლებიც „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ აჭარაში ვიზიტით მყოფ ძიანგსის პროვ

გასულ თვეში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 130.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

16 ივნისი, 2018 , 11:25

2018 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 130.4 მლნ აშშ დოლარი, 320.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13.0 პროცენტით (15.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველ

ENPARD და საქართველოს მთავრობამ ორი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება დაიწყო

16 ივნისი, 2018 , 11:25

ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ, სოფლის მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო (ENPARD) პროგრამის ფარგლებში, ორი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან