უკან
უახლესი ამბები
- 25.04.2024 13:43საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
- 25.04.2024 13:21ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
რეგიონები
5 მაისი, 2016 23:46
ძლიერმა სეტყვამ კახეთსა და გორის რაიონში მოსავალი გაანადგურა
ძლიერმა სეტყვამ გურჯაანსა და ყვარელში მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. ადგილობრივების თქმით, სეტყვა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა და მოსავლის 80 პროცენტი გაანადგურა. ამ დრისთვის, ადგილზე სპეციალური კომისია მუშაობს, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
ძლიერი სეტყვა იყო გორის რაიონის სოფელ ძევერასა და ქვეშშიც. ადგილობრივების თქმით, განადგურებულია ხეხილის ბაღები და ვენახები. სეტყვა დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა. ადგილობრივი ხელისუფლება დასეტყვილ ტერიტორიაზე იმყოფება და ზარალს ითვლიან.
მარი ნამგალაძე