უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
არქივი
რეგიონები
ძლიერმა სეტყვამ შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის სოფლები დააზარალა
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ადიგენის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში მოსავალი გაანადგურა, დაიტბორა შენობები. სტიქიის ზონაში გვიან ღამემდე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები, მათ დატბორილი სახლებიდან წყალი ამოტუმბეს. ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.
სეტყვა იყო დუშეთის რაიონშიც, სტიქიამ განსაკუთრებით სოფელი ებნისი დააზარალა, ასევე, პრობლემები შეიქმნა მჭვადიჯვარში, ზემო შუახევში, ებნისსა და ანანურის ორ სოფელში. ადგილობრივების თქმით, განადგურებულია ნათესები. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის განცხადებით, დუშეთისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დახმარებას ჰპირდება.
ბოლო სამი დღის განმავლობაში, მესამედ დაისეტყვა გორის მუნიციპალიტეტის სოფლები. ქალაქ გორსა და გორის რაიონის ათამდე სოფელში გუშინ სეტყვა რამდენჯერმე მოვიდა. ზარალი მიადგა სოფლებს: ერგნეთი, ქიწნისი, ფხვენისი და შინდისი. ადგილობრივების თქმით, თითქმის მთლიანად განადგურდა ხეხილი და ერთწლოვანი ნათესები.
სეტყვამ ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებიც დააზარალა. ზარალი მიადგა სოფლებს მეჯვრისხევი, ახრისი და ახალუბანი.
მარი ნამგალაძე