უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 მარტი, 2017 16:15
font-size

ძმები გამსახურდიები საქართველოს პირველი პრეზიდენტის საქმის გამოძიების დაჩქარების მოთხოვნით აქციას გამართავენ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილები: ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები 31 მარტს 4 საათზე თბილისის პარლამენტის წინ აქციას გამართავენ.

გარდა იმისა, რომ ძმები გამსახურდიები პირველი პრეზიდენტის საქმის გამოძიების გააქტიურებასა და დაჩქარებას ითხოვენ, ისინი მოუწოდებენ პროკურატურას, ასევე გამოიკვლიოს 1991-1993 წლებში მომხდარი სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებული დანაშაულობები.

„ ჩვენი მოთხოვნაა, რომ საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ამ საკითხზე [ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოება], ასევე მოვითხოვოთ 1991-1993 წლების სამხედრო კრიმინალური გადატრიალების გამოძიებას, შეფასებასა და შედეგების ლიკვიდაციას“, - განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცოტნე გამსახურდიას განცხადებით, კონსტანტინე გამსახურდიას მიერ შექმნილ კომისიას აქვს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს. ცოტნე გამსახურდიას თქმით, საქმეში ფიგურირებენ მაშინდელი სუს-ის თანამშრომლები და რუსული სპეცსამსახურები.

„2015 წლამდე ჩემი უფროსი ძმის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიის მიერ ზღვა მასალა იყო მოძიებული, სადაც ცხადად იკვეთება იმჟამინდელი უკანონო ხელისუფლების, შევარდნაძის უშიშროების სამსახურისა და რუსული სპეცსამსახურების როლი ამ საქმეში. რეალურად იკვეთება ფაქტი, რომ პრეზიდენტს სამეგრელოს ტყეებში ყოველ ნაბიჯზე დასდევდა უკანონო ხელისუფლების უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხალხი, იკვეთება მრავალი ფაქტობრივი გარემოება, იქნება ეს გასროლის ტრაექტორია თუ ადგილის შესწავლის შემდეგ გამოვლენილი გარემოება, რაზეც თავიდან სულ სხვა ინფორმაცია გვქონდა. ეს ყველაფერი, მტკიცებულებათა ერთობლიობაში გამორიცხავს ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობას და ჩვენ ამის არც გვჯეროდა თავიდანვე“, - განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.

რაც შეეხება 2015 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ განახლებულ გამოძიებას ზვიად გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებით, ცოტნე გამსახურდიას თქმით, გამოძიებას აჭიანურებენ და იყენებენ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის.

„რაც შეეხება ბოლო ორ წელიწადს, ბანალურად გვატყუებდა ირაკლი შოთაძის უწყება, ყველა ღონეს ხმაროიბდნენ გამოძიების გაჭიანურებისთვის და როგორც შემდეგ მივხდით, ეს იყო უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციისთვის გადადგმული ნაბიჯი, მათ შორის წინასაარჩევნოდ“, - თქვა ცოტნე გამსახურდიამ.

ცოტნე გამსახურდიას თქმით, აღნიშნულ საქმეზე მოწმეების ფორმალური დაკითხვა ხორციელდებოდა. მისი განცხადებით, პროკურატურამ მისცა ძმებ გამსახურდიებს საშუალება, გაცნობოდნენ საქმის მასალებს, თუმცა სუს-ის არქივები მათთვის დაკეტილია.

ცოტნე გამსახურდიას ვარაუდით, გამოძიების გაჭიანურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.

„ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი შევარდნაძის დროინდელ პოლიტიკურ-ფინანსურ დაჯგუფებებთან და იმჟამინდელ ელიტებთან, ეს ერთი, და მეორე, რუსეთის სამსახურების საქმინაობის შედეგებს ისინი უბრალოდ ჩქმალავენ და მალავენ. ასევე საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე იმისათვის, რომ მომავალში აღარ გაიმეორონ იგივე მავანმა გარეწრებმა და საქართველოს ისტორიაში აღარ განმეორდეს ის, რაც უკვე მოხდა“, - განაცხადა გამსახურდიამ.

ანა მებურიშვილი

24 თებერვალს გორის გვირაბში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება

23 თებერვალი, 2019 , 16:21

24 თებერვალს გორის გვირაბში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კმ

თავდასხმა რუსთაველზე - 39 წლის მამაკაცის მტკიცებით, ფარცხალაძის გარემოცვის წევრი ფიზიკურად გაუსწორდა

23 თებერვალი, 2019 , 15:46

თბილისის ცენტრში თავდასხმა მოხდა. რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან, რამდენიმე წუთის წინ სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. მოქალაქე ამტკიცებს, რომ მას სასტიკად გაუწსორდა ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან

„ადეიშვილთან იცით, ვინ დაარბენინებდა ამ ჩანაწერებს? - ვანო ზარდიაშვილი! ამ კაცმა იცის ზედმიწევნით ყველაფერი“

23 თებერვალი, 2019 , 15:15

ბოლოს გავრცელებული ვერსიით, ეკა ბესელიასთან დაკავშირებული ფარული კადრების გავრცელების თაობაზე გაიჟღერა, რომ ის სომხეთის ციხიდან იქნა ატვირთული.   რამდენად რეალურია ეს ვერსია? რა ხდება სინამდვილეში - ვინ იღებდა აღნიშ

მოძალადის ადგილი ჭიდაობის ფედერაციის სათავეში არ არის - ჭიდაობის ფედერაციასთან აქცია მიმდინარეობს

23 თებერვალი, 2019 , 15:15

ჭიდაობის ფედერაციასთან, სადაც ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაა ჩანიშნული, ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერ აქციას სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ დაუყ

მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიებზე განცხადებების მიღების ახალი ეტაპი დაიწყო

23 თებერვალი, 2019 , 14:30

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმების მსურველთა განცხადებების მიღების ახალი ეტაპი დაიწყო. როგორც „მედიანიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, მართლწესრიგის ოფიცრის 220

`მე გეტყვით ახლა, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის მკვლელობა... დიდი ხანი ვდუმდი ამაზე`

23 თებერვალი, 2019 , 14:00

"მოგესალმები, ბატონო ბიძინა, ნაკვირახად ქცეული ქვეყნიდან, ნაკვირახად ქცეული გამომშრალი, დაკბეჩილი, დაჩიავებული, ხორცშეურჩენელი, სიცოცხლე გამოწურული ქალაქიდან... იმერელი კაცი ხართ და გაიგებთ, გეცოდინებათ, რას ნიშნავს ნაკვ

ვიდეო გალერეა

მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში