უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

14 მაისი, 2019 10:50
font-size

ძველ ხიბულაში გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები ზაფხულიდან დაიწყება - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ჩავიდა, ადგილობრივ მცხოვრებთ შეხვდა და მათ სოფლის გაზიფიცირების შესახებ ესაუბრა.

გაზიფიცირების პროექტის თანახმად, ძველ ხიბულაში, 290 აბონენტია, სამშენებლო სამუშაოები ივლისში დაიწყება და შემოდგომაზე დასრულდება.

ნათია თურნავას განცხადებით, 2019 – 2021 წლებში 226 დასახლებულ პუნქტში ჩატარდება საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც 201 მლნ ლარი დაიხარჯება. დასახლებული პუნქტების მესამედი სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს. გაზიფიცირების გეგმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა, მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში, სადაც გაზიფიცირებული ოჯახების რიცხვი 120 000-ს გადააჭარბებს. მათ შორის იქნება სოფელი ძველი ხიბულაც, რაც ჩვენ გეგმაში თავიდანვე იყო შეტანილი.

მინისტრის თქმით, გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობისას დაწყებისთანავე ძველ ხიბულას ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ხშირად ეწვევიან, რათა სრული კოორდინაცია მოხდეს ფონდ „ქართუსთან,“ რომელიც სოფელში ძალიან მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.

„ქართუს“ თანადგომით აქ ძალიან ბევრი რამ კეთდება და ვინაიდან ჩვენც გაზი შემოგვყავს, გვსურს, რომ ყველაფერი ერთიან კომპლექსში იყოს წარმოდგენილი“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე განცხადებით, რამდენიმე თვეში ანუ იმ დროისთვის, როცა მოსახლეობას ყველაზე მეტად დასჭირდება სითბო, გაზი უკვე იქნება ოჯახებში შეყვანილი.

„შარშან გაზიფიცირების სამწლიან გეგმაზე მუშაობისას, ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ გაზიფიცირება ყველა იმ დასახლებულ პუნქტში განხორციელდებოდა, სადაც ტექნიკურად ეს შესაძლებელი იყო. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ და 2021 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 1,3 მლნ - ზე მეტი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც აბონენტთა მთლიანი მოსახლეობის 85 პროცენტია. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში ლიდერი სახელმწიფოა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მინისტრი ძველი ხიბულას მოსახლეობას ასევე ესაუბრა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიმდინარე მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსების პროექტებზე, რომლით სარგებლობაც თითოეულ მათგანს შეუძლია.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

კახეთში რთველის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

16 სექტემბერი, 2019 , 14:15

16 სექტემბრის 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 54 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. კერძოდ, გადამუშავებულია 35 ათასი ტონა რქაწითელი, 14 ათასი ტონა საფერავი, 2,7 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადა

სამეგრელოში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

16 სექტემბერი, 2019 , 13:20

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებილ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში, მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარები

მარნეულში ახლადაშენებული სკოლა საზეიმოდ გაიხსნა

16 სექტემბერი, 2019 , 13:01

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი, მარნეულის 1-ლი საჯარო სკოლის საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრო.  მინისტრის მოადგილემ მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალ ს

კარალეთში მეფუტკრე-ფერმერებს ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს

14 სექტემბერი, 2019 , 16:25

ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე კარალეთში მეფუტკრე-ფერმერებს მიულოცეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ადგილობრივების ბაზები დაათვალიერეს და ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების კუთხით რეკომენდაც

ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს - სალომე ზურაბიშვილი

14 სექტემბერი, 2019 , 16:10

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციი

ზუგდიდში ყოველი შაბათი ინტელექტის დღედ გამოცხადდა

14 სექტემბერი, 2019 , 10:43

ზუგდიდის მერმა, გეგა შენგელიამ შაბათი ინტელექტის დღედ გამოაცხადა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია Facebook-ზე ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში პირველი თამაში რა? სად? როდის? ხვალ, 14 სექტემბერს დადიან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს